» » ყველა ბილეთი გაყიდულია

ყველა ბილეთი გაყიდულია

5-ივლ-2018, 12:29
0309
მიუნხენის "ბაიერნის" მიერ გასამართ მატჩებზე დასასწრები ბილეთებისთვის ბრძოლა, მუდმივ ხასიათს ატარებს. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ბუნდესლიგის ახალი სეზონი სტარტს მხოლოდ 7 კვირის შემდეგ აიღებს, ყველა საშინაო შეხვედრის ბილეთი უკვე გაყიდულია. 2018/2019 წლის საფეხბურთო სეზონის პირველი მატჩი "რეკორდმაისტერსა" და საფეხბურთო კლუბ "ჰოფენჰაიმს" შორის 24 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 20:30 საათზე "ალიანც არენაზე" გაიმართება.

ხაზგასახმელია ისიც, რომ არანაკლები აჟიოტაჟია ატეხილი მიუნხენის "ბაიერნის" გასვლით მატჩებთან დაკავშირებითაც. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რომელასაც გერმანული გრანდის ვებ-გვერდი ავრცელებს, ყველა 17 გასვლითი მატჩის ბილეთიც ასევე გაყიდულია.

ანალოგიური სიტუაცია შეინიშნება, გერმანიის თასის პირველ ორთაბრძოლასთან ( შეხვედრა 18 აგვისტოს, დროხტერზენის წინააღმდეგ არის ჩანიშნული) და სუპერთასის ფინალურ დაპირისპირებასთან დაკავშირებითაც, რომელიც 12 აგვისტოს ფრანკფურტის "აინტრახტის" წინააღმდეგ ჩატარდება.

მოცემულ მომენტში, გულშემატკივრებს ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ მანჩესტერ "იუნაიტედის" წინააღმდეგ, 5 აგვისტოს გასამართი ამხანაგური მატჩისა და ამერიკის შეერტებულ შტატებში, აუდის თასის ეგიდით ჩანიშნული შეხვედრების ბილეთები.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..