» » "Kicker": პავარის ტრანსფერი შეთანხმებულია

"Kicker": პავარის ტრანსფერი შეთანხმებულია

5-07-2018, 17:47
070
ცნობილი გერმანული გამოცემა "Kicker" იუწყება, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" შეთანხმებას მიაღწია ბენჟამინ პავარისთან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 22 წლის ნიჭიერი ფრანგი ფეხბურთელი, გუნდს 2019 წელს შეუერთდება. სახელდება კონკრეტული თანხაც, როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, "რეკორდმაისტერი" ხსენებული ტრანსფერის განსახორციელებლად მზად არის 35 მილიონი ევრო გადაიხადოს.


ამ დრომდე "შტუტგარტის" სპორტული დირექტორი ამტკიცებდა, რომ პავარი, მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში თავის ამჟამინდელ გუნდს არ დატოვებდა და ასპარეზობას კვლავაც "შტუტგარტის" შემადგენლობაში განაგრძობდა. როგორც ჩანს, აღნიშნული სპეციალისტის მოთხოვნაზე გარკვეული კონსესუსი შედგა.

"შტუტგარტისა" განაპირა მცველმა, რომელსაც დაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში, გასულ საფეხბურთო სეზონში, გერმანიის ჩემპიონატში 34 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანაც მოახერხა. ცალკე აღნიშნვნის ღირსია, რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ხსენებული უკანახაზელის ასპარეზობა. მერვედფინალში არგენტინის ნაკრებთან გამართულ ორთაბრძოლაში, ბენჟამენმა ფეხბურთის მოყვარულებს დაუვიწყარი გოლი აჩუქა და ეროვნული ნაკრების გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..