» » რაფინია : ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს

რაფინია : ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს

6-07-2018, 12:04 -ss- სიახლეები 0

რაფინია : ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს
მიუნხენის "ბაიერნის" ბრაზილიელი ლეგიონერი რაფინია, არსებული ფიზიკური დატვირთვების მიუხედავად, კმაყოფილებას ვერ მალავდა. ნიკო კოვაჩის შეგირდები, სავარჯიშო მოედანზე მაქსიმალურ ძალებს იღებენ და თავდაუზოგავად მუშაობენ. დილის ვარჯიში ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ამ დროის მანძილზე "ბავარიელებმა" არამხოლოდ სათამაშო ასპექტებზე გაამახვილეს ყურადღება, არამედ ე.წ აჩქარებებზეც. სადილის შემდეგ კი ფეხბურთელებმა კვლავ მწვანე საფარს მიაშურეს.

"ყველაფერი ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა 5 კვირიანი შვებულების შემდეგ ეს აუცილებელიც არის. ჩვენ მებრძოლი გუნდი ვართ, გვახასიათებს ძლიერი მენტალიტეტი, ეს გამარჯვებული გუნდის ხასიათია. ერთადერთი რამ, რაც ჩვენ ახლა გვესაჭიროება ეს ძალაა."-აცხადებს 32 წლის უკანახაზელი


რეგულირება და დეტალები


როდესაც ვეტერანი ბრაზილიელი აჩქარებებზე მუშაობდა, მან უკან არაერთი ახალგაზრდა თანაგუნდელი ჩამოიტოვა -"ყოველ წელს, რაღაც ახალს უნდა მიაღწიო, სწორედ ამიტო ეს ყველაფერი მე უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს"-აღნიშნავდა გერმანიის შვიდგზის ჩემპიონი, რომელსაც სახეზე ემჩნეოდა, რომ ახალ მთავარ მწვრთნელთან მუშაობა, მას მხოლოდ სიამოვნებს.

გასახდელისკენ მიმავალ გზაზე, ხსენებული ფეხბურთელი საკმაო ხანს ესაუბრებოდა ნიკო კოვაჩს. "ჩვენ ერთმანეთი კარგად უნდა გავიცნოთ, ამისათვის კი აუცილებელია ბევრი ვისაუბროთ. ნიკო შესანიშნავად მუშაობს, იგი ახალგაზრდა სპეციალისტია და მთელ ამ პროცესში ბოლომდე არის ჩაფლული"

ფიზიკური დატვირთვის რეგულირებას ნიკო კოვაჩი ზუსტად იგივე მნიშვნელობას ანიჭებს, რასაც თითოეულ დეტალს ყოველი სავარჯიშო მოქმედებისა. "ეცადეთ ყველაფერი ეს გაიმეოროთ მეორე ფეხითაც. ფეხბურთში ორივე ფეხი საჭიროა."-გასცა მითითება კოვაჩმა და იმწამსვე არიენ რობენმა შორეული დარტყმით ბურთი ცხრიანში გაგზავნა. "სასიამოვნოა, რომ ჩვენი ხელახალი შეფასება ხდება, ეს უდიდესი სტიმულია"-დაასრულა რაფინიამ




მომზადებულია fcbayern.de -ზე დაყრდნობით
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.