» » კომანი: გარკვეული დრო ჯერ კიდევ მესაჭიროება

კომანი: გარკვეული დრო ჯერ კიდევ მესაჭიროება

6-ივლ-2018, 20:36
0367
კინგსლი კომანისათვის, გასული საფეხბურთო სეზონი, ერთობ შედეგიანი აღმოჩნდა. თებერვლის თვეში, ფრანგი ფეხბურთელის ანგარიშზე შვიდი გატანილი გოლი და რვა საგოლე გადაცემა ირიცხებოდა. თუმცა სამწუხაროდ ამ ყველაფრის შემდეგ, შემტევმა ნახევარმცველმა მძიმე ტრავმა მიიღო და მწვანე საფარზე დაბრუნება, მხოლოდ გერმანიის თასის ფინალურ ორთაბრძოლაში მოახერხა. ახლა კი კომანი კვლავ სავარჯიშო მოედანზე იმყოფება და იმისათვის, რომ შესაბამის ფიზიკურ კონდიციებში შევიდეს, მაქსიმუმს აკეთებს.

"მაშინ შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფებოდი. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა იმისათვის, რომ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო, გარკვეული დრო ჯერ კიდევ მჭირდება." განაცხადა 22 წლის მოიერიშემ, რომელიც საზაფხულო შესვენებაზეც კი თავდაუზოგავად მუშაობდა. ამ ყოველივეს უშედეგოდ არ ჩაუვლია. როგორც მოგეხსენებათ, ორი დღის წინ ბავარიელებმა ფიზ-შემოწმებები გაიარეს, კომანის რეზულტატმა კი საუკეთესო სამეულში ჰპოვა ასახვა.

და ბოლოს გეტყვით იმასაც, რომ რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალგაზრდა ნახევარმცველი საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს, მხურვალედ ქომაგობს. ჟურნალისტებთან საუბრისას მან შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა: "გასულ მატჩებში გუნდი შესანიშნავად გამოიყურებოდა, ვფიქრობ მათ შეუძლიათ მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ."
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..