» » FCB : ადრიან ფაინთან პროფესიონალური კონტრაქტი გაფორმდა

FCB : ადრიან ფაინთან პროფესიონალური კონტრაქტი გაფორმდა

6-07-2018, 21:13 -ss- სიახლეები 1

FCB : ადრიან ფაინთან პროფესიონალური კონტრაქტი გაფორმდა
როგორც მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, პარასკევს დილით, გერმანული გრანდის მიერ აღზრდილ ფეხბურთელთან, ადრიან ფაინთან, პროფესიონალური კონტრაქტი გაფორმდა, რომლის მოქმედების ვადად 2021 წლის 30 ივნისი განისაზღვრა. 19 წლის ფეხბურთელის სათამაშო ამპლუა კი ნახევარდაცვის ხაზი გახლავთ.


"ადრიანი მიუნხენის "ბაიერნის" აღზრდილი ფეხბურთელია, ამ ახალგაზრდას მაღალი სათამაშო კლასი ახასიათებს, იგი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლავთ, 23 წლამდელთა გუნდში. ვეცდებით, რომ ძირითად ბირთვთან მისი ინტეგრირება, ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლოთ."-აცხადებდა "რეკორდმაისტერის" სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი, კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ.

მომხდარი ფაქტის გამო ბედნიერებას ვერ მალავდა თავად ხსენებული ფეხბურთელი. "ეს წარმოუდგენელი გრძნობაა. მიუნხენის "ბაიერნთან" გაფორმებული კონტრაქტი ეს ერთგვარი გაგრძელებაა იმ დაუღალავი შრომის, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვეწეოდი. ახლა მე მექნება შესაძლებლობა კლუბის წამყვანი ფეხბურთელებისაგან, ბევრი რამ შევისწავლო."

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ადრიან ფაინი ამავედროს გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების წევრიც გახლავთ . იგი მიუნხენურ კლუბში 2007 წელს ჩაირიცხა და მის მერე ეტაპობრივად, ყველა საფეხური გაიარა. გასულ საფეხბურთო სეზონში, ადრიანი 23 წლამდელთა გუნდის ძირითად ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და რეგიონლიგაში ასპარეზობდა.
1
1

dachi8 (6 ივლისი 2018 22:38)

კარგიაააა, მეტი აღზრდილის ინტეგრირება ბუნდესლიგაში მაინც ათამაშონ ab
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.