მათეუსი რებიჩის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » მათეუსი რებიჩის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა

მათეუსი რებიჩის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა

6-07-2018, 23:27 kimmich სიახლეები 0

მათეუსი რებიჩის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა
"რებიჩი ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია. ის ძალზედ მონდომებულია მოედანზე, ასევე აღსანიშნავია მისი დრიბლინგიც. ვფიქრობ იგი ბუნდესლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რასაც უკვე წელიწადნახევარია ამტკიცებს.

თუ "ბაიერნს" ამ პოზიციაზე დასჭირდება გაძლიერება, ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ რებიჩი იქნება" - განაცხადა ლეგენდარულმა გერმანელმა ნახევარმცველმა ლოთარ მათეუსმა bild.de-თან საუბრისას.

2016 წელს რებიჩი ფრანკფურტის "აინტრახტს" შეუერთდა და გუნდის ლიდერადაც ჩამოყალიბდა. მიუნხენის "ბაიერნის" ინტერესი რებიჩისადმი კი უფრო და უფრო ძლიერდება. გასათვალისწინებელია წინა სეზონში რებიჩის შესანიშნავი თამაში "აინტრახტის" რიგებში და ახლაც ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში, მისი წარმატებული ასპარეზობა.

ანტე რებიჩს ფრანკფურტის აინტრახტთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, მიუხედავად ამისა "ბაიერნი" მაინც შეეცდება ხორვატის დამატებას იმ შემთხვევაში თუ გუნდს რობერტ ლევანდოვსკი დატოვებს. მეორეს მხვრივ "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა რომ კლუბი რობერტ ლევანდოვსკის გაყიდვას არ აპირებს და არც ერთ შეთავაზებას არ განიხილავს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.