» » პირველი სავარჯიშო კვირა დასრულებულია

პირველი სავარჯიშო კვირა დასრულებულია

8-07-2018, 11:32 -ss- სიახლეები 0

პირველი სავარჯიშო კვირა დასრულებულია
მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელებისათვის, რიგით მეექვსე სავარჯიშო დღეც, ჩვეულად დატვირთული აღმოჩნდა. მიმდინარე კვირაში ჩატარებული ფიზშემოწმებების შემდეგ, ბავარიელებმა ოთხი დღე ზედიზედ ივარჯიშეს, თუმცა ნიკო კოვაჩისათვის ეს ფაქტი საკმარისი არ აღმოჩნდა და შაბათს დილით ფეხბურთელებს კვლავაც ვარჯიშისაკენ უხმო.

თავდაპირველად გუნდმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომლის ფარგლებშიც ფეხბურთელებს ჩაუტარდათ გულ-მკერდისა და სასუნთქი სისტემის გამოკვლევა, ასევე ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა. ბავარიელებს აუღეს სისხლის საერთო ანალიზები და ელექტრო-კარდიოგრაფიული აპარატურითაც სათანადოდ შეამოწმეს თითოეული მათგანი.

სადილის შემდეგ, მიუნხენური კლუბის მთავარი მწვრთნელი საკუთარ ფეხბურთელებს შეხვდა. სავარჯიშო მოედანზე სულ 24 მოთამაშე იმყოფებოდა. ფრანკ რიბერი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში შედარებით მსუბუქად ვარჯიშობდა, ამჯერად უკვე ძირითად გუნდთან ერთად ასპარეზობდა. რაც შეეხება კინგსლი კომანს, იგი ინდივიდუალური პროგრამით - სპორტდარბაზში მუშაობდა.

კოვაჩი კმაყოფილია


ზემოხსენებული ვარჯიშის პირველი ეტაპი, ფეხბურთელების ორ ჯგუფად დაყოფას და სათამაშო მოქმედებებს მოიცავდა. განსაკუთრებული ყურადღება ენიჭებოდა, გადაცემების სწორად შესრულებას და კარის მიმართულებით დარტყმებს. ნიკო კოვაჩი, საკუთარ შეგირდებს გამუდმებით აძლევდა გარკვეულ მითითებებს, ხოლო დავალების წარმატებით შესრულების შემთხვევაში, არც მათ შექებას ერიდებოდა.

ხსენებული ვარჯიშის დასკვნითი ეტაპიც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. "თერთმეტი თერთმეტის წინააღმდეგ". ასე ერქვა ბოლო სავარჯიშო მოქმედებას, რაც თავის თავში ფეხბურთელების შემტევ და დაცვით ჯგუფებად დაკომპლექტებას აერთიანებდა. მოიერიშე ჯგუფს არიენ რობენი, ფრანკ რიბერი და სანდრო ვაგნერი ხელმძღვანელობდა. მოწინააღმდეგე ბანაკს კი ხუან ბერნატი, ხავი მარტინესი და რაფინია. ხსენებული გუნდები 14 ახალგაზრდა ფეხბურთელით ივსებოდა, ვარჯიში კი დაახლოებით 90 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ ყოველივეს შემდეგ ნიკო კოვაჩი საკუთარ ფეხბურთელებს დაემშვიდობა. ორშაბათს ყველაფერი თავიდან დაიწყება.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.