» » ნიკო კოვაჩის 7 წესი

ნიკო კოვაჩის 7 წესი

8-07-2018, 13:34 dachi8 სიახლეები / სხვადასხვა 3

ნიკო კოვაჩის 7 წესი
„ბავარიის“ ახლად დანიშნული ხორვატი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი საქმეს მონდომებით შეუდგა სეზონის დაწყებამდე და გუნდში უკვე თავისი წესებიც შეიტანა, რომლის გათვალისწინებაც ყველას მოუწევს.




1. აქ ბოსი მე ვარ!
კოვაჩმა პირდაპირ განუცხადა რობერტ ლევანდოვსკის, რომ ის უნდა დარჩეს და თავისი ასპარეზობა გააუმჯობესოს. როდესაც იგი ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი გახლდათ, არაერთხელ შეწინააღმდეგებია ძლევამოსილ უფროსობას, რომლებიც ცდილობდნენ მისთვის თავს მოეხვიათ გარკვეული ფეხბურთელების გამოძახება ნაკრებში.

2. სისხლის ყოველდღიური ანალიზი
ისევე, როგორც ფრანკფურტში, კოვაჩი ფეხბურთელებს ყოველდღიურად მოსთხოვს სისხლის ანალიზის ჩაბარებას, იმისათვის, რომ გააკონტროლოს მათი ფიზიოლოგიური ხარისხი. კოვაჩი თვლის, რომ სამედიცინო ტესტები მეტად მნიშვნელოვანია. ერთხელ მან თქვა - ფეხბურთში არაფერი რომ არ გამოსვლოდა, სპორტული ექიმი გამოვიდოდა.

3. ვარჯიშები მარკეტინგზე პრიორიტეტულია
ამერიკის ტურის განმავლობაში ყველა სარეკლამო აქტივობები მხოლოდ 20:30 საათის შემდეგ გაიმართება. დღის განმავლობაში - არაფერი, ამხანაგურების გარდა, იმისათვის, რომ ფეხბურთელები პროცესისაგან არ მოცდნენ.

4. გამარჯვება “ბალკანური“ გენით
კოვაჩმა ამას წინათ მოყვა: „ცხოვრებაში მე ყოველთვის ჩემით უნდა გამეკვლია გზა. მძიმე მუშაობა მიწევდა“. ხორვატს გამარჯვებულის მენტალიტეტი გააჩნია. ერთხელ, ჯერ კიდევ ფრანკფურტში, ის ყვებოდა იმის შესახებ, რომ მას განსაკუთრებული „ბალკანური გენი“ აქვს და პირადი ცხოვრებიდან მაგალითი მოყავს: ის არასოდეს არ რთავდა ნებას თავის ქალიშვილს კარტში მისთვის მოეგო, მაშინაც კი, როდესაც მისი ქალიშვილი პატარა ბავშვი იყო.

5. შენზე უკეთესად ექსპერტმა იცის
კოვაჩს უყვარს მის გარშემო ბევრი ექსპერტის შეკრება. ფრანკფურტში, მაგალითად, მან იოგას მასწავლებელი დაიქირავა იმისათვის, რომ ის მისი ფეხბურთელებით დაკავებულიყო.

6. კვება - გართობა არაა
კოვაჩი დიდ ყურადღებას თავისი ფეხბურთელების დიეტას უთმობს. ის ყოველთვის ქირაობს ექსპერტებს ამისათვის. ნაკლები ხორცი და მეტი მარცვლეული. მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად კი თბილი წყლის დალევა. ეს ყველაფერი პოზიტიურად აისახება ფეხბურთელების გამოსვლებში.

7. გუნდი შენზე მნიშვნელოვანია

კოვაჩმა გუნდური სულის შესახებ, ბერლინის ქუჩებში თამაშისას გაიგო. მას „ბავარიაში“ ერთიანობის ფორმირება სურს. „მე ის ტიპაჟი ვარ, რომელსაც ბევრი მუშაობა უყვარს, მაგრამ ამასთანავე სხვებისგანაც მოელის იმავეს“.
2
0

გივი ჩვენ ვართ გივი (8 ივლისი 2018 21:06)

მეოთხე პუნქტზე მაგრად გამეცინა ბაიერნზე "გამარჯვება ბალკანური გენით" მაგარი დანძრეული აქვთ გერმანელებს მენტალურად ეს გასპაჟა მერკელის ბრალია თუ ზოგადად გერმანელები გაცვედანდნენ არ ვიცი მაგრამ ფაქტია ბოლო წლებია აღარც კაპიტანი გვყავს რასაც კაპიტანი ქვია არც ნაკრებში და არც ბაიერნში პლიუს გუნდის ლიდერებად კვერცხებიანი ბიჭებიც აღარ ფასობენ... აქცენტი უფრო ბუნჩულა და დამჯერ ბიჭუნებზე კეთდება ხოდა ბალკანური გენით გამარჯვება უნდა ასწავლონ გერმანელებს მაგარი სასაცილო ბოზიშ xixi
0

GERMAN-BA-Y-ERN (8 ივლისი 2018 15:55)

დროზე მოშორდი რა გუნდს...
0

-ss- (8 ივლისი 2018 14:27)

მაგარია ნიკო, რასაც ქვია ბოლომდე წურავს ფეხბურთელებს ვარჯიშის დროს lotebi
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.