» » მეორე სავარჯიშო კვირა

მეორე სავარჯიშო კვირა

10-07-2018, 10:10 -ss- სიახლეები 0

მეორე სავარჯიშო კვირა
ერთდღიანი დასვენების შემდეგ, ორშაბათს დილით მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელებმა, ვარჯიში განაახლეს. ნიკო კოვაჩის მიერ გაცემული პირველი დავალება - ველოსიპედებით გასეირნება იყო. რის შემდეგადაც ფეხბურთელები კვლავ სავარჯიშო ცენტრში დაბრუნდნენ და ადგილზე განაგრძეს ფიზმომზადება. რაც შეეხება მიუნხენური კლუბის კიპერებს, სვენ ულრაიხის თაოსნობით ბავარიელთა კარის დარაჯები, მთელი ამ დროის განმავლობაში ინდივიდუალურად მუშაობდნენ.

სადილის შემდეგ ფეხბურთელები, ახლად დაგებულ მწვანე საფარზე გავიდნენ და ბურთთან ერთად ივარჯიშეს. საწყისი მოთელვის შემდეგ გუნდი მცირე ჯუფებად დაიყო. თავდაპირველად ოთხი ერთის წინააღმდეგ, ხოლო შემდეგ ექვსი ორის პირისპირ ასპარეზობდა.

დასკვნითი ეტაპი, სათამაშო ეპიზოდების დახვეწას მიეძღვნა. ნიკო კოვაჩი და სამწვრთნელო შტაბი, ხმამაღლა გასცემდნენ განკარგულებებს. საჭიროების შემთხვევაში, ვარჯიშს აჩერებდნენ და მათში გარკვეული კორექტირებაც შეჰქონდათ. ფინალურ სტადიაზე გუნდი მთელ მოედანზე გაიშალა, ფეხბურთელები თერთმეტკაციან ჯგუფებად მოეწყვნენ და ერთმანეთის წინააღმდეგ მორიგი "სპარინგიც" გამართეს.

მეორე სავარჯიშო კვირა

მეორე სავარჯიშო კვირა

მეორე სავარჯიშო კვირა
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.