» » bild: ლევანდოვსკი "ბაიერნში" რჩება

bild: ლევანდოვსკი "ბაიერნში" რჩება

10-07-2018, 15:20 kimmich სიახლეები 0

bild: ლევანდოვსკი
29 წლის პოლონელმა ფეხბურთელმა, რომელიც უკვე დიდი ხანია ფიქრობს კლუბის დატოვებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ის მიუნხენის "ბაიერნში" რჩება. პრესაში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რობერტს მადრიდის "რეალში" სურდა თამაში, რადგან ნანატრი ტიტული მოეპოვებინა.

რობერტ ლევანდოვსკის "ბაიერნის" დატოვება მსოფლიო ჩემპიონატის მერე ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ მუნდიალზე მისმა არაშთამბეჭდავმა გამოსვლამ მისი სატრანსფერო ღირებულება დააგდო და მსურველებმაც უკან დაიხიეს. ამასთან "ბაიერნის" გეგმებშიც არ შედიოდა რობერტის გაყიდვა. პოლონელს და მის აგენტს კი სხვა კლუბის მოძებნა გაუჭირდათ.

ცნობილი გერმანული გამოცემა "BILD" იუწყება, რომ რობერტ ლევანდოვსკის აღარ სურ მიუნხენის "ბაიერნის" დატოვება და აპირებს ნანატრი ჩემპიონთა ლიგის ტიტული, სწორედ ამ კლუბთან ერთად მოიგოს.

რობერტ ლევანდოვსკი უკვე 4 წელია, რაც მიუნხენის "ბაიერნში" იმყოფება და ჯერ ჩემპიონთა ლიგის ტიტული ვერ მოუპოვებია, მისი მიზანი კი სწორედ ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. 2013 წელს პოლონელი ფორვარდი ამ ტიტულთან ახლოს იყო, როდესაც იგი "დორტმუნდის" ბორუსიის რიგებში თამაშობდა და ფინალში კი მის ამჟამინდელ კლუბთან 2-1 დამარცხდა.

რობერტ ლევანდოვსკის სტატისტიკა "ბაიერნში" გატარებულ 4 წელიწადის მერე ასე გამოიყურება: რობერტმა 195 მატჩი ჩაატარა 151 გოლი გაიტანა და 35 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ რომ რობერტ ლევადოვსკის "ბაიერნთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.