» » გნაბრი ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს

გნაბრი ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს

11-07-2018, 09:43 -ss- სიახლეები 0

გნაბრი ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს
მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა სერჟ გნაბრიმ, ინდივიდუალური პროგრამით მუშაობა დაასრულა და ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა. ამ სასიამოვნო სიახლეს მიუნხენური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. 22 წლის ფეხბურთელმა სამშაბათს დილით, ნიკო კოვაჩის მიერ გაცემული დავალებების შესაბამისად, აჩქარებებზე, გადაცემების სწორად შესრულებაზე და კომბინირებულ თამაშზე გაამახვილა ყურადღება.

ზემოხსენებულ ვარჯიშზე სერჟ გნაბრის გამოჩენა ერთადერთი სიახლე არ ყოფილა. აღნიშნული ფეხბურთელის გარდა, ბავარიულ გუნდს ორი ახალი სახე ეწვია. კრის რიჩარდსი, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ საფეხბურთო კლუბ "დალასიდან" არენდის წესით შეუერთდა "რეკორდმაისტერს" და ალექს ტიმოსი -ახალგაზრდა შვედი ფეხბურთელი, რომელიც ამიერიდან 19 წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში იასპარეზებს.

"იგი ჯერჯერობით ცხრამეტწლამდელთა გუნდის შემადგენლობაში იმუშავებს, თუკი ეს ფეხბურთელი კარგად ითამაშებს დაწინაურებული იქნება და აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლოა ძირითად გუნდშიც ვიხილოთ. ჩვენ ყველანი დაინტერესებულები ვართ, რომ მსგავსი ტიპის ნიჭიერი ფეხბურთელები, სწორედ მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში ვითარდებოდნენ"-განაცხადა ჰასან სალიჰამიჯიჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გნაბრი ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს

გნაბრი ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს

გნაბრი ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.