» » რებიჩს "ბაიერნში" სურს თამაში

რებიჩს "ბაიერნში" სურს თამაში

11-07-2018, 22:30 kimmich სიახლეები 0

რებიჩს
ფრანკფურტის "აინტრახტისა" და ხორვატიის ეროვნული ნაკრების შემტევს, რომელიც ნაკრებშიც და კლუბშიც კარგ სეზონს ატარებს, მსურველები ინგლისშიც გამოუჩნდა. რებიჩს კი მუშაობის გაგრძელება მის ყოფილ მწვრთნელთან, ნიკო კოვაჩთან სურს, რომელიც ამჟამად მიუნხენის "ბაიერნის" თავკაცის რანგში გვევლინება.

24 წლის ხორვატი ფეხბურთელისადმი ინტერესს ახლა უკვე სხვა კლუბებიც იჩენენ. ანტე რებიჩით ინტერესდებიან ინგლისური და იტალიური გუნდები: მანჩესტერ "იუნაიტედი", "ტოტენჰემი", "არსენალი" და "ნაპოლი". მაგრამ მეორეს მხრივ რებიჩს არ სურს ამ კლუბებში თამაში. ანტეს თანამშრომობის გაგრძელება ნიკო კოვაჩთან სწადია. სწორედ ის ხელმძღვანელობდა ფრანკფურტის "აინტრახტში" რებიჩს და კომპანიას. - წერს ცნობილი გერმანული გამოცემა - "sportbild"-ი

ამავე წყარომ, ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რებიჩი მიუნხენური კლუბის რადარზეა და მასთან მოლაპარაკებებს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყებს. შეგახსენებთ, ხსენებულ ფეხბურთელსა და ფრანკფურტის "აინტრახტს" შორის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. მისი სატრანსფერო ღირებულება კი 50 მილიონ ევროს შეადგენს.

ანტე რებიჩი ამჟამად რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს და ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს, ფინალური საგზურის მოპოვებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.