» » გუნდმა რობერტ კოვაჩის ხელმძღვანელობით ივარჯიშა

გუნდმა რობერტ კოვაჩის ხელმძღვანელობით ივარჯიშა

13-ივლ-2018, 00:54
0253
ოთხშაბათს „ბავარიელებმა“ ველოგასეირნება მოაწყეს და ამასთან სირბილით დაკავდნენ, ხოლო ხუთშაბათს ყურადღების ცენტრში კვლავ ბურთი მოექცა. ღია ვარჯიშზე გუნდი 2 ჯგუფად ვარჯიშობდა და სანამ ერთნი პასებზე მუშაობდნენ, მეორე ჯგუფი ფიტნესით იყო დაკავებული. ხტომებისა და სპრინტების გარდა ასევე გიმნასტიკურ სავარჯიშოებს ასრულებდნენ და სამედიცინო ბურთით ვარჯიშობდნენ.


სავარჯიშო პროცესს ნიკო კოვაჩის ძმა რობერტ კოვაჩი ხელმძღვანელობდა. „ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა მცირე ჯანმრთელობის პრობლემის გამო მოედანზე გამოსვლა ვერ მოახერხა. 44 წლის რობერტ კოვაჩი ვარჯიშებს დირიჟორობდა, სადაც ძირითადი გუნდის 9 ფეხბურთელის გარდა ასევე ახალგაზრდულის რამოდენიმე ფეხბურთელი იმყოფებოდა. პროცესში საჭიროებისამებრ კოვაჩი ფეხბურთელებს კორექტივებს აძლევდა.

ვიდალი სირბილს დაუბრუნდა

მეზობელ მოედანზე კოვაჩი არტურო ვიდალს მიესალმა. აპრილში ჩილელმა ნახევარმცველმა მუხლზე ოპერაცია გადაიტანა და ახლა სირბილს დაუბრუნდა.

სანამ თანაგუნდელები მოედანზე მუშაობდნენ, დავიდ ალაბა სავარჯიშო ცენტრში ფიზიკურ მომზადებაზე ტესტს გადიოდა. 26 წლის „ბავარიელმა“ დღეს სრული სამედიცინო შემოწმება გაიარა.


გუნდმა რობერტ კოვაჩის ხელმძღვანელობით ივარჯიშა


გუნდმა რობერტ კოვაჩის ხელმძღვანელობით ივარჯიშა


გუნდმა რობერტ კოვაჩის ხელმძღვანელობით ივარჯიშა


გუნდმა რობერტ კოვაჩის ხელმძღვანელობით ივარჯიშა


გუნდმა რობერტ კოვაჩის ხელმძღვანელობით ივარჯიშა


გუნდმა რობერტ კოვაჩის ხელმძღვანელობით ივარჯიშა


გუნდმა რობერტ კოვაჩის ხელმძღვანელობით ივარჯიშა


გუნდმა რობერტ კოვაჩის ხელმძღვანელობით ივარჯიშა
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..