» » ტიაგო ბაიერნში რჩება

ტიაგო ბაიერნში რჩება

13-07-2018, 01:36 dachi8 სიახლეები 1

ტიაგო ბაიერნში რჩება
„ბავარიის“ ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა ტრანსფერზე არ დადგება იმისათვის, რომ კლუბის ნახევარდაცვაში ადგილი გაათავისუფლოს, ამის შესახებ ბავარიელთა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიხამიჯიჩმა განაცხადა.

ესპანელი ნახევარმცველის მომავლის შესახებ ბევრი ინფორმაცია ვრცელდებოდა. განსაკუთრებით ლოთარ მათეუსის სიტყვების შემდეგ, რომელმაც გნაცხადა, რომ ნახევარმცველი არასაკმარისად კარგია „ბავარიისთვის“. ალკანტარას მადრიდის „რეალს“, „ბარსელონას“ და „მანჩესტერ სიტის“ აქტიურად უკავშირებდნენ.

მაგრამ, რეკორდმაისტერის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიხამიჯიჩმა დაადასტურა, რომ 27 წლის ფეხბურთელს კვლავ „ალიანც არენაზე“ ვიხილავთ, ლეონ გორეცკას მოსვლის მიუხედავად.

„რა თქმა უნდა ჩვენ მასთან ერთად ვგეგმავთ სეზონს“, - განაცხადა სალიხამიჯიჩმა Suddeutsche Zeitung-თან ინტერვიუს დროს. „ეს საინტერესო ბრძოლა იქნება 9 ნახევარმცველს შორის ადგილისათვის“.

თუმცა ტიაგო კლუბის სამომავლო გეგმებში რჩება, მაგრამ იგეგმება, რომ „ბავარია“ შეეცდება თავისი 3 ცენტრალური ნახევარმცველი ამ ზაფხულს კლუბიდან გაუშვას.

ახალგაზრდა პორტუგალიელი რენატუ სანჩესი ერთ-ერთი სავარაუდოა მათ შორის, რომელსაც ამ ზაფხულს სხვა კლუბში გადაბარგება ემუქრება, თუ ის ახალ მწვრთნელზე შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს წინასასეზონო თამაშებში.

ბავარიის გაცილებით გამოცდილი ფეხბურთელები, პირველ რიგში ხავი მარტინესი, არტურო ვიდალი ან თომას მიულერი რისკის ქვეშ იმყოფებიან ამ ზაფხულს, მაშინ როდესაც სებასტიან რუდი და კორენტენ ტოლისოც დაკავშირებულნი იყვნენ კლუბის დატოვებასთან, იმის მიუხედავად რომ მხოლოდ წინა ზაფხულს შეუერთდნენ კლუბს.
1
0

-ss- (13 ივლისი 2018 09:38)

მიულერს არც ერთ შემთხვევაში არ გაუშვებენ, ერთადერთი ვარიანტია თვითონ თუ წავიდა.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.