» » რობენი: თავდაუზოგავი მუშაობა გვმართებს

რობენი: თავდაუზოგავი მუშაობა გვმართებს

14-07-2018, 10:52 -ss- სიახლეები 1

რობენი: თავდაუზოგავი მუშაობა გვმართებს
ფეხბურთელებისათვის წინასასეზონო მოსამზადებელი სამუშაოები, წლის საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ არის. ინტენსიური ვარჯიშები მიმართულია ფიზიკური კონდიციების, სისწრაფის, ძალის, ამტანობის გასაზრდელად და როგორც წესი, დაკავშირებულია უდიდეს დატვირთვებთან. თუმცა სწორედ ამ დროს ყალიბდება ის უმნიშნელოვანესი თვისებები, რაც წარმატებულ საფეხბურთო სეზონს განაპირობებებს.


მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, იბადება განცდა თითქოს, არიენ რობენი განსხვავებით საკუთარი თანაგუნდელებისა, მთელი ამ პროცესისაგან მხოლოდ სიამოვნებას იღებს. ვეტერანი ჰოლანდიელი თავდაუზოგავად მუშაობს და ცდილობს ახალგაზრდა მოთამაშეებს ერთგვარი მაგალითი მისცეს. "ვგრძნობ, რომ 34 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში ვიმყოფები"-ამბობდა ხსენებული ვარჯიშის დასასრულს გამოცდილი ვინგერი.

არიენ რობენის ამ თავდაუზოგავ მუშაობას უკვალოდ არ ჩაუვლია. ჩატარებული ფიზ-ტესტების რეზულტატმა აჩვენა, რომ მისი მონაცემები საუკეთესოთა რიგებში ირიცხება. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ფეხბურთელის მაღალი პროფესიონალიზმი. თითოეული სავარჯიშო მოქმედებისას, იგი სრული ასი პროცენტით იხარჯება და ამავედროს იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ეს მისი მაქსიმუმი სულაც არ არის.


კარგი მომზადება - წარმატებული სეზონის საწინდარია


"როდესაც ვარჯიშობ, მე ამას პირველ რიგში საკუთარი თავისათვის ვაკეთებ და არა მწვრთვნელისათვის ან კიდე ვინმე სხვისთვის. შენ საჭირო ფორმაში უნდა იყო. მხოლოდ მაშინ შეძლებ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას თუ შესატყვის კონდიციებში იმყოფები. ამისათვის კი საჭიროა თითოეულ ვარჯიშზე 100 პროცენტით დაიხარჯო. თუ გსურს ცხოვრებაში ან თუნდაც ფეხბურთში რაიმე ღირებულს მიაღწიო, ამისათვის გამუდმებით უნდა მუშაობდე. კმაყოფილებას არასდროს უნდა მიეცე"

"აუცილებელია ერთგვარი ფუნდამენტის შექმნა. მოცემულ მომენტში გუნდის თოთოეული ფეხბურთელი ძალიან კარგად გამოიყურება. ვმუშაობთ თავდაუზოგავად და ვფიქრობ სწორედ ეს არის ის, რაც სეზონის საწყის პერიოდში, საჭირო ფიზიკურ ფორმამდე მიგვიყვანს. წინასასეზონო მომზადება დაუღალავ შრომას მოითხოვს."

"ჩვენი პრეტენზიები თვალნათელია არამხოლოდ პირადად ჩემთვის, არამედ თითოეული ფეხბურთელისათვის. ჩვენ გვსურს მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ. ტიტულების დაუფლება გვწყურია. როგორც მინიმუმ ერთით მეტის, ვიდრე ეს გასულ საფეხბურთო სეზონში იყო. "-ციტირებს მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი არიენ რობენის სიტყვებს.
1
1

dachi8 (14 ივლისი 2018 23:57)

რობენი კიდევ იტყვის თავის სიტყვას heye
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.