» » Culture PSG : პარიზელებს ჟერომ ბოატენგი სურთ

Culture PSG : პარიზელებს ჟერომ ბოატენგი სურთ

14-07-2018, 11:32 -ss- ტრანსფერები / ჭორები 0

Culture PSG : პარიზელებს ჟერომ ბოატენგი სურთ
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი, ფრანგული საფეხბურთო კლუბის, "პარი სენ-ჟერმენის" ინტერესის სფეროში მოექცა. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ-გამოცემა Culture PSG-ი ავრცელებს. წყაროს თქმით, პარიზელები მზად არიან, ხსენებული ტრანსფერის განსახორციელებლად 35 მილიონი ევრო გაიღონ, ხოლო თავად ფეხბურთელს, წლიური ხელფასის სახით 8 მილიონი ევრო დაუნიშნონ.

ფრანგული გრანდის გარდა, ჟერომ ბოატენგის მიმართ ინტერესს იჩენენ ისეთი კლუბები, როგორებიც არიან ტურინის "იუვენტუსი" და "ნაპოლი". გასული თვეების განმავლობაში კი თავად ფეხბურთელს არაერთხელ უთქვამს, რომ ახალი გამოწვევების მიღება სურს და სატრანსფერო პერიოდში მზად არის, მის მიმართ განხორციელებულ ყველა შეთავაზებას, გულდასმით გაეცნოს.

შეგახსენებთ 29 წლის უკანახაზელი, მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში 2011 წლის 14 ივლისს ჩაირიცხა. მიუნხენურ კლუბთან გაფორმებულ ხელშეკრულებას მოქმედების ვადად კი 2021 წლის 30 ივნისი აქვს მითითებული. 2017/2018 წლის საფებურთო სეზონში ბოატენგმა ყველა ტურნირზე 31 მატჩი გამართა, გაიტანა 2 გოლი და განახორციელა 4 საგოლე გადაცემა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.