» » კრისტიან ფალკი : ხამესი "ბავარიაში" დარჩება

კრისტიან ფალკი : ხამესი "ბავარიაში" დარჩება

14-ივლ-2018, 12:42
0307
"მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა, საკუთარ გუნდში ხამეს როდრიგესის დაბრუნებას, ვადაზე ადრე ვერ შეძლებს. ამის საშუალებას, მოქმედი არენდის ხელშეკრულება არ იძლევა. მეტიც, კონტრაქტის თანახმად მიუნხენის "ბაიერნს" აქვს უფლება უპირატეს შესყიდვასთან დაკავშირებით, რომლის გამოყენებაზე ზეგავლენის მოხდენა, "სამეფო" კლუბის ბოსებს არ ძალუძთ."-ამ შინაარსის სატატიას აქვეყნებს გერმანული გამოცემა bild-ის ჟურნალისტი კრისტიან ფალკი.

ზემოხსენებული სტატია ერთგვარი პასუხია ესპანური გამოცემა marca-ს მიერ გავრცელებულ ნიუსზე, რომლის თანახმადაც მადრიდის "რეალის" ახალ მთავარ მწვრთნელს, საკუთარ კლუბში ხამეს როდრიგესის ხილვა სურს და ამისათვის აპირებს მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში მოასპარეზე კოლუმბიელს - "ბავარია" ვადაზე ადრე დაატოვებინოს.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში არენდის წესით იმყოფება. ამისათვის გერმანულმა გრანდმა 13 მილიონი ევრო უკვე გადაიხადა. ხელშეკრულების თანახმად მან მიუნხენის "ბაიერნის" მაისურით კიდევ ერთი წელი უნდა იასპარეზოს, რის შემდეგადაც რუმენიგე და კომპანია გადაწყვეტენ სურთ თუ არა მათ ფეხბურთელის გამოსყიდვა და დამატებით 42 მილიონი ევროს გადახდა.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..