რობენი მარიო მანჯუკიჩის შესახებ საუბრობს » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » რობენი მარიო მანჯუკიჩის შესახებ საუბრობს

რობენი მარიო მანჯუკიჩის შესახებ საუბრობს

14-07-2018, 21:16 -ss- სიახლეები 1

რობენი მარიო მანჯუკიჩის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი არიენ რობენი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ხორვატიის ეროვნული ნაკრების ფორვარდის, მარიო მანჯუკიჩის შესახებ საუბრობს და მისი მისამართით კომპლიმენტებსაც არ იშურებს. შეგახსენებთ 2012-2014 წლებში ხორვატი შემტევი, გერმანული გრანდის ღირსებას იცავდა, სადაც იგი არაერთი ტიტულის მფლობელიც გახდა.


"მანჯუკიჩი შესანიშნავი ადამიანია. მე უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო ის აღფრთოვანება, რასაც ამ ფეხბურთელის მიმართ განვიცდი. ის სამაგალითო მებრძოლი მოთამაშეა. მარიო არის ფეხბურთელი, რომელიც გადამწყვეტ მომენტში მუდმივად იტანს. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მისი და შესანიშნავი ხორვატიის ნაკრების ხილვით, უზომოდ მოხარული ვარ."-ციტირებს FIFA-ს ოფიციალური ვებ-გვერდი არიენ რობენის სიტყვებს.

რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. 15 ივლისს თბილისის დროით 19:00 საათზე, ხორვატიის ეროვნული ნაკრები, ფინალურ ორთაბრძოლაში საფრანგეთს დაუპირისპირდება.
1
0

dachi8 (15 ივლისი 2018 00:00)

მანჟუს გაშვებისთვის გვარდიოლას უნდა დაახურო თავზე
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.