ეფენბერგმა მანჯუკიჩსა და ნეიმარს შორის არჩევანი გააკეთა » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ეფენბერგმა მანჯუკიჩსა და ნეიმარს შორის არჩევანი გააკეთა

ეფენბერგმა მანჯუკიჩსა და ნეიმარს შორის არჩევანი გააკეთა

15-07-2018, 01:53 dachi8 სიახლეები 1

ეფენბერგმა მანჯუკიჩსა და ნეიმარს შორის არჩევანი გააკეთა
„ბავარიისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა შტეფან ეფენბერგმა ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელის მარიო მანჯუკიჩის თამაში შეაფასა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.


„არასოდეს არ მესმოდა, თუ რატომ გაყიდა „ბავარიამ“ მანჯუკიჩი. მარიო - მსოფლიოში 3 საუკეთესო თავდამსხმელს შორის შედის. ის ძალიან ბევრს მუშაობს გუნდზე, ხოლო მისი გოლი ინგლისის ნაკრების კარში საკვანძო გახდა“.

„ის 200 მილიონი ეღირებოდა ასაკი რომ უწყობდეს ხელს. მე ათმაგად მენდომებოდა მისი შეძენა ვიდრე ნეიმარის“ - იძახის გერმანელი ლეგენდა.

ხორვატი თავდამსხმელი მარიო მანჟუკიჩი „ბავარიას“ 2012 წელს „ვოლფსბურგიდან“ 13 მილიონ ევროდ შეუერთდა. მიუნხენურ კლუბში 2 სეზონის განმავლობაში მანჟუკიჩმა „ბავარიის“ მაისურით 88 თამაშში 48 გოლი გაიტანა, ხოლო, გუნდში ხოსეპ გვარდიოლას მოსვლის შემდეგ კლუბი დატოვა და მადრიდის „ატლეტიკოში“ გადაბარგდა.
1
0

-ss- (15 ივლისი 2018 10:27)

მაგარი მუშა ფეხბურთელია
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.