» » დასკვნითი სავარჯიშო დღე

დასკვნითი სავარჯიშო დღე

15-07-2018, 10:22 -ss- სიახლეები 2

დასკვნითი სავარჯიშო დღე
მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელების მიერ შაბათს დილით გამართული ვარჯიში, აპლოდისმეტების ფონზე მიმდინარეობდა. ამის მიზეზი კი ორი რამ გახლდათ. პირველი - ეს კვირის დასკვნითი ვარჯიში იყო, ხოლო მეორე - ამ დღეს სერჟ გნაბრი საკუთარ 23-ე დაბადების დღეს აღნიშნავდა. ბაიერნის ახალწვეულმა საჩუქრის სახით თანაგუნდელებისგან ტაში და სიმღერა დაიმსახურა. ნიკო კოვაჩმა კი იუბილარი ვარჯიშით "დაასაჩუქრა".

რაც შეეხება სავარჯიშო პროგრამას, იგი მოიცავდა კარის მიმართულებით დარტყმების განხორციელებას, ასევე გუნდის ორჯგუფად დაყოფას და ერთმანეთის წინააღმდეგ ასპარეზობას. მათი მოტივაცია შორიდან შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, ხოლო როდესაც თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ფეხბურთელებს შორის ცხარე კამათიც კი გაიმართა. მთლიანობაში ვარჯიში დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა.

დავალებების წარმატებით შესრულების გამო, ნიკო კოვაჩმა საკუთარი ფეხბურთელები ორდღიანი დასვენებით წაახალისა. სამშაბათს ბავარიელები ვარჯიშს დაუბრუნდებიან და წინასასეზონო მომზადებას გააგრძელებენ. შეგახსენებთ პირველი ოფიციალური მატჩი, გერმანიის სუპერთასის ეგიდით 12 აგვისტოს - ფრანკფურტის "აინტრახტის" წინააღმდეგ არის ჩანიშნული.

დასკვნითი სავარჯიშო დღე

დასკვნითი სავარჯიშო დღე

დასკვნითი სავარჯიშო დღე
1
0

-ss- (18 ივლისი 2018 12:14)

dachi8,
არა ეს შაბათის ვარჯიშია. სამშაბათის ვარჯიშზე მიიღებდა
0

dachi8 (18 ივლისი 2018 12:01)

ამ ვარჯიშზე მიიღო ტრავმა ხავიმ?
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.