რუმენიგე : გილოცავ კოკო ! » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » რუმენიგე : გილოცავ კოკო !

რუმენიგე : გილოცავ კოკო !

17-07-2018, 10:33 -ss- სიახლეები 0

რუმენიგე : გილოცავ კოკო !
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, რუსეთის ფედერაციაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ორთაბრძოლას გამოეხმაურა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში მოასპარეზე "ბავარიელ" ნახევარმცველს გამარჯვება მიულოცა. რუმენიგეს განცხადებით ტოლისომ, ფრანგების მიერ მიღწეულ წარმატებაში, საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.


"სრულიად მიუნხენის "ბაიერნის" სახელით მსურს, ჩვენს ფეხბურთელს -კორენტენ ტოლისოს მივულოცო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება. კოკოს გამო ყველანი ბედნიერები ვართ, ამ ფეხბურთელმა, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად, მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალი დაიპყრო."

"პირადად ჩემი შეფასებით, ფრანგები ამ მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესონი იყვნენ. ტოლისომ, მთელი ტურნირის განმავლობაში, გუნდის მიერ მოპოვებულ საერთო წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, "ბაიერნი" ამაყობს იმით, რომ მის რიგებში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იასპარეზებს. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მას მიუნხენში განსაკუთრებული დახვედრა ელის."-ვკითხულობთ "რეკორდმაისტერის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.