» » BeIN Sports: არსენალს კინგსლი კომანი სურს

BeIN Sports: არსენალს კინგსლი კომანი სურს

19-07-2018, 11:24 -ss- ტრანსფერები / ჭორები 2

BeIN Sports: არსენალს კინგსლი კომანი სურს
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი კინგსლი კომანი, ლონდონის "არსენალის" სამიზნე ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ-გამოცემა BeIN Sports-ი ავრცელებს. წყაროს თქმით, "მეთოფეები" მზად არიან მიუნხენური კლუბის მესვეურებს, აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებისათვის, მსუყე წინადადებით მიმართონ.


როგორც ხსენებული გამოცემა ამტკიცებს, 22 წლის ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერით, თავად ლონდონის "არსენალის" ახალი მთავარი მწვრთნელი - უნაი ემერია დაინტერესებული. სახელდება კონკრეტული თანხაც. 44 მილიონი ფუნტი-სტერლინგი, რაც დაახლოებით 49,6 მილიონი ევროს ტოლფასია. შეგახსენებთ, გერმანულ გრანდთან არსებული ხელშეკრულების თანახმად, კინგსლი კომანმა "რეკორდმაისტერის" რიგებში 2023 წლამდე უნდა იასპარეზოს.

გასული საფეხბურთო სეზონი, ფრანგი ვინგერისათვის, ძალზედ შედეგიანი აღმოჩნდა. თებერვლის თვის მონაცემებით, მის ანგარიშზე შვიდი გატანილი გოლი და რვა საგოლე გადაცემა ირიცხებოდა. თუმცა სამწუხაროდ ამის მერე, ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა მიიღო და ლაზარეთში გადაინაცვლა. ფიზიკური კონდიციების სრულ აღდგენაზე მუშაობა კი ამ დრომდე მიმდინარეობს.
1
0

-ss- (20 ივლისი 2018 00:19)

ემერი ააშენებს არსენალს :))) ხო ეგონათ არსენალის გულშემატკივრებს რომ ვენგერის წასვლით დალაგდებოდნენ, აგერ ნახავთ რამხელა კრიზისში ამოყოფენ თავს ემერის ხელმძღვანელობით
1

Vako (19 ივლისი 2018 12:04)

კაი კაცოთქო :D :D ვაი შენ პატრონს ემერიი :D
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.