» » "იუნაიტედი" სატრანსფერო წინადადებას ამზადებს

"იუნაიტედი" სატრანსფერო წინადადებას ამზადებს

19-07-2018, 13:48 -ss- ტრანსფერები / ჭორები 1

როგორც გამოცემა The Independent-ი იუწყება, ინგლისური საფეხბურთო გრანდი მანჩესტერ "იუნაიტედი", მომავალ კვირას მიუნხენის "ბაიერნს" კონკრეტული სატრანსფერო წინადადებით მიმართავს. წყაროს თქმით, ინგლისელები დაინტერესებულნი არიან, საკუთარი რიგები ერთდროულად ორი "ბავარიელით" შეივსონ. რობერტ ლევანდოვსკი და ტიაგო ალკანტარა "წითელი ეშმაკების" მთავარ სამიზნეებად სახელდებიან.


ზემოაღნიშნული გამოცემის მტკიცებით, მიუნხენის 'ბაიერნის" ხელმძღვანელობა მზად არის, 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ ტიაგო ალკანტარას შეელიოს და მასთან დაკავშირებით, შესაბამისი მოლაპარაკების პროცესიც აწარმოოს. რაც შეეხება პოლონელ მოიერიშეს, ფეხბურთელთან მიმართებით არც სავარაუდო სატრანსფერო თანხა და არც რაიმე დამატებითი სახელშეკრულებო პირობები, ამ ეტაპისათვის არ ვრცელდება.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ორივე ხსენებულმა მოთამაშემ, მოქმედი კონტრაქტის თანახმად, "რეკორდმაისტერის" რიგებში 2021 წლის 30 ივნისამდე უნდა იასპარეზოს. მათ მიმართ სხვადასხვა ევროპული კლუბების ინტერესის თაობაზე კი არაერთხელ წერდა დასავლური პრესა. ამ კონტექსტში ხშირად სახელდებიან ისეთი გრანდები, როგორებიც არიან მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა".
1
0

-ss- (19 ივლისი 2018 13:51)

გვიტევენ ინგლისელები :))
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.