ციკლერი: "კოვაჩი იდეალურად მოერგება მიუნხენს" » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ციკლერი: "კოვაჩი იდეალურად მოერგება მიუნხენს"

ციკლერი: "კოვაჩი იდეალურად მოერგება მიუნხენს"

19-07-2018, 15:49 dachi8 სიახლეები 1

ციკლერი:
“ბავარიის“ ყოფილი გერმანელი თავდამსხმელი ალექსანდერ ციკლერი, რომელიც კლუბში 1993-2005 წლებში ასპარეზობდა, ნიკო კოვაჩის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნას გამოეხმაურა და ასევე ჰასან სალიჰამიჯიჩის მუშაობა შეაქო რეკორდმაისტერში.


„თავიდან როდესაც გავიგე ნიკო მთავარ მწვრთნელად დაინიშნა „ბავარიაში“ გავოცდი. ბევრნი არიან, რომლებსაც ეს სიახლე ძალიან გაუხარდათ. სამწუხაროდ, არიან ასევე ბევრი კრიტიკოსებიცა და ეჭვიანი ადამიანებიც ამ სიტუაციაში. პირადად მე მეტად მოხარული ვარ ნიკოს გამო. ის შესაძლებელია სწორი არჩევანი გახდეს კლუბისთვის. მან თავისი თავი უნდა ანახოს, თუ რას წარმოადგენს. მას მე როგორც ფეხბურთელს ისე ვიცნობდი, შემდეგ კი თვალს ვადევნებდი მწვრთნელის რანგში. ის ყოველთვის პროფესიონალურად უდგებოდა სამუშაოს. ამის გარდა, მან მშვენივრად იცის, თუ რას ითხოვენ და რას ელოდებიან მისგან, აი ამიტომ ის იდეალურად მოერგება მიუნხენს“.

რაც შეეხება ჰასან სალიჰამიჯიჩს: “თავიდან ის ოდნავ გაუბედავი ჩანდა, მაგრამ ის ვითარდებოდა და დიდად განვითარდა როგორც პიროვნება, ახლა ის სრულიად სხვაგვარად გამოიყურება კამერების წინ. „ბავარიის“ სპორტული დირექტორი - ეს ადვილი სამუშაო არაა. მაგრამ ჰასანმა ისწავლა მუშაობა ამ თანამდებობაზე და შესანიშნავად მიყავს საქმეები. ადვილი არაა, როდესაც ზურგს უკან ისეთი პიროვნებები გყავს, როგორებიც რუმენიგე და ჰიონესია.“

- „ბავარიას“ დიდი ხანია ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია, როგორ შეაფასებდით შანსებს ახალ სეზონში? - შეეკითხა ციკლერს ჟურნალლისტი.

ციკლერი: „თქვენ ნახეთ თუ როგორ გამოვარდნენ ჩემპიონთა ლიგიდან ისინი გასულ სეზონში. ეს ძალიან საწყენი იყო. ამ წელს „ბავარიას“ ძალიან კარგი გუნდი ყავს იმისათვის, რომ ფინალამდე გააღწიოს“.
1
0

-ss- (20 ივლისი 2018 00:14)

როგორ დაბერებულა ac
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.