» » SWR Sport: "პავარმა ბავარიასთან წინასწარ ხელშეკრულებას უკვე მოაწერა ხელი"

SWR Sport: "პავარმა ბავარიასთან წინასწარ ხელშეკრულებას უკვე მოაწერა ხელი"

19-07-2018, 16:48 dachi8 სიახლეები 2

SWR Sport:
• SWR Sport-ი იუწყება, რომ „შტუტგარტის“ ფრანგმა მცველმა ბენჟამინ პავარმა მიუნხენურ კლუბთან წინასწარ ხელშეკრულებას უკვე მოაწერა ხელი, რომელიც ძალაში 2019 წლიდან შევა.

ამის გარდა, მოსალოდნელია, რომ პავარი უკვე ამ სეზონში შეუერთდეს „ბავარიას“. რეკორდმაისტერი და „შტურგარტი“ ამ თემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

„ბავარიის“ ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა და ამჟამად „შტუტგარტის“ სპორტულმა დირექტორმა მიხაელ რეშკემ Sky Sport-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, გადავა თუ არა პავარი მიმდინარე ან მომდევნო წელს „ბავარიაში“, უპასუხა - „კომენტარის გარეშე“.

ხოლო, დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ნიკო კოვაჩმა პავარის გარშემო აგორებულ ჭორებზე მიუნხენში გადაბარგებასთან დაკავშირებით უპასუხა: „არაფრის თქმა არ შემიძლია ამის თაობაზე, თქვენ ბრაზოს უნდა დაუკავშირდეთ. მაგრამ იმის დადასტურება შემიძლია, რომ ის მართლაც კარგი ფეხბურთელია და ეს მან ამ მსოფლიო ჩემპიონატზე დაამტკიცა“.

ფრანგი მცველის სატრანსფერი ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს.
1
0

heineken (19 ივლისი 2018 18:22)

kimmich,
გვინდა მაგარი მცველია ცენტრში
0

kimmich (19 ივლისი 2018 17:11)

რა ჯანდაბად გვიდა ეს? მაგ 50 მილიონით ხამესი გამოისყიდონ ჯობია
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.