არპმა ბავარიას პირობა მისცა
ცნობილი სპორტული გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Kicker იუწყება, რომ „ჰამბურგის“ გერმანელმა ნიჭიერმა ახალგაზრდა თავდამსხმელმა იან-ფიეტ არპმა „ბავარიას“ სიტყვა მისცა, რომ 2019 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება კლუბს.
ახლა საკითხი, მხოლოდ იმაში მდგომარეობს „ბავარია“ შეძლებს თუ არა გარიგების დადებას ამ ზაფხულს.
Hamburger Abendblatt-ი იწერება, რომ დინოზავრები არპში 5 მილიონ ევროს ითხოვენ და იმედოვნებენ, რომ შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ „ბავარიასთან“.
ამის მიუხედავად, „ბავარიას“ ჯერ არ გაუუმჯობესებია თავისი წინადადება 2,5 მილიონი ევროდან 5 მილიონამდე.
ერთი ნათელია, რომ არპი ამ ან მომდევნო სეზონში აუცილებლად აღმოჩნდება რეკორდმაისტერში.