» » არპმა ჰამბურგთან გაახანგრძლივა

არპმა ჰამბურგთან გაახანგრძლივა

20-07-2018, 16:31 dachi8 სიახლეები 0

არპმა ჰამბურგთან გაახანგრძლივა
ჰამბურგის ნიჭიერმა გერმანელმა თავდამსხმელმა იან-ფიეტ არპმა „დინოზავრებთან“ 2020 წლამდე გაახანგრძლივა თავისი კონტრაქტი და „ბავარიული“ საგა ამით დასრულდა.


Morgenpost: „ჰამბურგის“ მთავარი მწვრთნელი კრისტიან ტიტცი იძახის, რომ არპის „ბავარიაში“ გადასვლა გარდაუვალია. როგორც გაირკვა, „ბავარიამ“ არპზე თავისი წინადადება გაზარდა 2,5 მილიონიდან 5 მილიონამდე. თუმცა, ფეხბურთელმა ბოლო მომენტში აღმზრდელი კლუბის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა. თუ რა თანხა ჩაიწერა კონტრაქტში მის გამოსასყიდად ჯერ უცნობია.

„ჰამბურგის“ მწვრთნელი კრისტიან ტიტცი: „ბოლო რამოდენიმე კვირა არპისთვის ძალიან დაძაბული იყო. ეს ისაა, თუ რა ხდება როდესაც თქვენ 17 ან 18 წლის ხართ და წინადადებას დიდი კლუბისგან იღებთ, ის დაბნეული იყო და ეს სიტუაცია მას ტვირთად აწვა. მაგრამ ახლა, საბოლოოდ რაღაც გაირკვა და მას კვლავ შეუძლია იყოს თავისუფალი“.

არპი: „არასოდეს არ მიფიქრია „ჰამბურგიდან“ წასვლა, განსაკუთრებით კლუბისთვის ასეთ მძიმე დროს. მსურს ის დავუბრუნო კლუბს რაც მან მომცა, ამიტომ ჩემთვის ნათელი იყო, რომ ჩემი გზა აქ ჯერ არ იყო დასრულებული“, - განაცხადა ახალგაზრდა თავდამსხმელმა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.