» » კოვაჩმა თავისი იდეები ახსნა

კოვაჩმა თავისი იდეები ახსნა

20-07-2018, 17:16 dachi8 სიახლეები 0

კოვაჩმა თავისი იდეები ახსნა
თითქმის 3 კვირაა რაც ნიკო კოვაჩი „ბავარიას“ სათავეში ჩაუდგა. ხუთშაბათს მან პირველად უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს რეკორდმაისტერის შტაბ-ბინაში. პრესასთან ურთიერთობის განმავლობაში 46 წლის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მას ურჩევნია მაშინვე საქმეზე გადასვლა. „ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა დეტალურად მოყვა ვარჯიშებზე თავის ტაქტიკურ მუშაობაზე.

„მომზადება- მომზადებაა. ის ჩვენი სამუშაოს განუყოფელი ნაწილია“, - უპასუხა კოვაჩმა ღიმილით, როდესაც მას კითხვა ვარჯიშების მაღალ ინტენსივობაზე დაუსვეს. თითქმის ყოველ დღე „ბავარიელები“ 2-ჯერ 2-2 საათით ვარჯიშობენ, ამასთან კოვაჩი მუდამ კავშირშია სამედიცინო დეპარტამენტთან. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ძალების გადაძაბვა.

ფოკუსი მოქნილობაზე

„ჩვენ მთელი სეზონი უნდა გავძლოთ“, - ხაზი გაუსვა კოვაჩმა აღნიშნულს. „ფეხბურთი მეტად მრავალფეროვანი გახდა და ამაზე ჩვენ რეაგირება უნდა მოვახდინოთ“, ახსნა კოვაჩმა თუ რატომ უთმობს დიდ ყურადღებას ვარჯიშებზე ტაქტიკას.

„უნდა შეგეძლოს სწრაფად გადასვლა სქემებზე, 4 მცველიდან 3 მცველზე. გვსურს მოქნილები ვიყოთ“, - იძახის ხორვატი მწვრთნელი. უფრო დეტალურად ამ ასპექტებზე ტეგერნეზეში (2-9 აგვისტო) იმუშავებენ, როდესაც გუნდს ყველა ფეხბურთელი შემოუერთდება.

სტანდარტები კოზირის ვარიანტში

„მნიშვნელოვანია, რომ ვარჯიშებზე ის ელემენტები განვიხილოთ, რომლებიც შემდეგ თამაშში მუდამ იქნება გამოყენებული“. ამ ელემენტებს კოვაჩის აზრით განეკუთვნება სტანდარტულები, რომლებიც „მისთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობის იყო“. მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სტანდარტები კვლავინდებურად შესანიშნავ იარაღად გვევლინება. „მომზადებული ელემენტები სასარგებლო შეიძლება იყოს, რადგან მათ შეუძლიათ თამაში საჭირო მიმართულებით წაიყვანონ“, - იძახის კოვაჩი.

ასე, რომ „ბავარიელებს“ წინ დიდი გეგმები აქვთ, პირველივე სავარჯიშო დღიდან ისინი მთელი ძალისხმევით მუშაობენ, რთა მწვრთნელის იდეები რეალიზაციაში მოიყვანონ. „ბიჭები ფანტასტიურად მუშაობენ. ვნება, რომითაც ფეხბურთელები საქმეს უდგებიან შტამბეჭდავია“, - შეაქო კოვაჩმა გუნდი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.