რუმენიგე პრესაში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » რუმენიგე პრესაში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა

რუმენიგე პრესაში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა

21-07-2018, 10:42 kimmich სიახლეები 0

რუმენიგე პრესაში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, დასავლური ბეჭვდითი მედია, ხშირად საუბრობდა მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში ხამეს როდრიგესის დაბრუნებასთან დაკავშირებით. გარდა ზემოხსენებული საკითხისა, ბავარიელთა ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ბენჟამინ პავარის შესაძლო ტრანფერთან დაკავშირებითაც და შემდეგი რამ განაცხადა.

"არ მინდა კომენტარი გავაკეთო ჭორებზე, რომელიც პრესაში ბევრჯერ გავრცელდა. მედიაში აქამდე მრავალჯერ თქმულა თითქოს პავართან შეთანხმებული გვაქვს კონტრაქტი, რომლის თანახმადაც მიუნხენურ გუნდს ფრანგი ფეხბურთელი 2019 წელს შემოუერთდება. ეს სიცრუეა, ჯერ არაფერი არ დამტკიცებულა."

"ხამესსთან დაკავშირებით ჭორები ესპანეთიდან მოდის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როდრიგესს "ბაიერნთან" კონტრაქტი აქვს დადებული, რომლის თანახმადაც ის გუნდში 2019 წლამდე უნდა დარჩეს. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კი ვიმედოვნებ, რომ იგი ჩვენთან თანამშრომლობას განაგრძობს."
- განაცხადა კარლ-ჰაინც რუმინეგემ "kicker"-თან საუბრისას

შეგახსენებთ, ბენჟამინ პავარი "შტუტგარტის" რიგებში ასპარეზობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მისი სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს. რაც შეეხება კლუბთან გაფორმებულ ხელშეკრულებას - მოქმედი კონტრაქტის თანახმად ბენჟამენმა თავის ამჟამინდელ გუნდში 2021 წლამდე უნდა ითამაშოს.
3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.