კოვაჩი : საინტერესო შეხვედრა გველის » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » კოვაჩი : საინტერესო შეხვედრა გველის

კოვაჩი : საინტერესო შეხვედრა გველის

21-07-2018, 12:56 -ss- სიახლეები / ანონსი 0

კოვაჩი : საინტერესო შეხვედრა გველის
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ჯერ კიდევ ხუთშაბათ დღეს განაცხადა, რომ ორკვირიანი გადატვირთული ვარჯიშების შემდეგ, იგი საკუთარ ფეხბურთელებს ძალების აღდგენის საშუალებას მისცემდა. შეგახსენებთ Audi Summer Tour 2018 -ის ფარგლებში (23-30 ივლისი) ბავარიელებს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრის გამართვა მოუწევთ. თუმცა მანამდე მიუნხენელებს ერთი ამხანაგური დაპირისპირება ელით ფრანგული საფეხბურთო გრანდის "პარ სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ. რომელიც შაბათს 21 ივლისს თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.

"ეს თამაში, გუნდის მიერ გამართული ვარჯიშებიდან შესანიშნავი გადართვა იქნება. ჩვენ მას სულმოუთმენლად ველით. ეს ამხანაგური შეხვედრაა, თუმცა მერწმუნეთ ორივე გუნდს მხოლოდ გამარჯვება ენდომება. ასე, რომ გულშემატკივარი სწრაფ და საინტერესო შეხვედრას იხილავს, რომელშიც ფეხბურთელები დიდი მონდომებით იასპარეზებენ."-აცხადებს გერმანული გრანდის ხელმძღვანელი.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიუნხენური გუნდი პარასკევს შედარებით მსუბუქი პროგრამით ვარჯიშობდა. ყურადღება ძირითადად გამახვილებული იყო სათამაშო ეპიზოდების დახვეწაზე და კარის მიმართულებით შორეული დარტყმების განხორციელებაზე.


კოვაჩი : საინტერესო შეხვედრა გველის

კოვაჩი : საინტერესო შეხვედრა გველის

კოვაჩი : საინტერესო შეხვედრა გველის
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.