» » ნიკო კოვაჩი სანჩეშის შესახებ საუბრობს

ნიკო კოვაჩი სანჩეშის შესახებ საუბრობს

22-ივლ-2018, 10:41
0256
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი, ინტერნეტ-გამოცემა Sportskeeda -სთან მიცემულ ინტერვიუში კლუბის პორტუგალიელი ლეგიონერის რენატუ სანჩეშის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხსენებულ ფეხბურთელს აუცილებლად მიეცემა სათანადო დრო, საკუთარი შესაძლებლობების სრული დემონსტრირებისათვის.



"აუცილებელია გვესმოდეს შემდეგ რამ, ფეხბურთელი რომელიც ჩამოსულია უცხო ქვეყნიდან, მას ესაჭიროება გარკვეული დრო ახალ პირობებთან ადაპტირებისათვის. ანალოგიური სიტუაციაა ნებისმიერი ლეგიონერის მიმართ, აქ მხოლოდ სანჩეშს არ ვგულისხმობ. კონკრეტულად ამ ფეხბურთელს კი, ვფიქრობ რომ შესაბამისი დრო არ მიეცა. ის ძალზედ მოტივირებულია, მე ამას ვხედავ ბოლო სამი კვირის განმავლობაში მის მიერ გამართულ თითოეულ ვარჯიშზე. ის ნამდვილად მონდომებულია. მე მისით კმაყოფილი ვარ."-აღნიშნა 46 წლის სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, შაბათს 21 ივლისს მიუნხენის "ბაიერნმა" ამხანაგური მატჩის ეგიდით საფეხბურთო კლუბ "პარი სენ-ჟერმენთან" გამართა პაექრობა და ანგარიშით 3-1 დაამარცხა მეტოქე გუნდი. ხსენებულ დაპირისპირებაში, საჯარიმო დარტყმის ბრწყინვალე შესრულებით წარმოაჩინა საკუთარი თავი ზემოხსენებულმა 20 წლის ნახევარმცველმა.


0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..