ინტერვიუ იორგ ვაკერთან » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ინტერვიუ იორგ ვაკერთან

ინტერვიუ იორგ ვაკერთან

22-07-2018, 13:53 -ss- ინტერვიუ 0

ინტერვიუ იორგ ვაკერთან
ორშაბათს მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელები ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებიან, სადაც Audi Summer Tour 2018-ის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავენ. გამგზავრებამდე ორიოდე დღით ადრე კი fcbayern.com- თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა კლუბის საერთაშორისო საქმეთა ხელმძღვანელმა იორგ ვაკერმა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.



ბატონო ვაკერ, ორშაბათს გუნდი აშშ-ში მიემგზავრება. თავდაპირველად კლუბი ფილადელფიაში დაბანაკდება, შემდეგი გაჩერება კი მაიამია. რა არის ბაიერნის მიზანი Audi Summer Tour 2018-ის ფარგლებში?

ამ ტურის მიზანია, გავაგრძელოთ ჩვენი ბრენდის საერთაშორისო პოპულარიზაცია და გავხადოთ იგი კიდევ უფრო ცნობადი. დაგეგმილია საერთაშორისო სათასო ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ისეთი კლუბები როგორებიც არიან, ტურინის "იუვენტუსი" და მანჩესტერ "სიტი". ეს გუნდები საკუთარ ქვეყნებში, გასულ საფეხბურთო სეზონში, ჩემპიონები გახდნენ. აშშ-ში ვიზიტისას ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდებით ჩვენს ამერიკელ გულშემატკივარს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ასევე გაიმართება მრავალი მარკეტინგული თუ კულტურული ღონისძიება და ადგილობრივი პრესის წარმომადგენლებთან გასაუბრებაც. შედგება ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, საქმიანი შეხვედრები. ასე, რომ პროგრამა მთლიანობაში ძალიან დატვირთულია. იგი მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებს, არის ამავედროს ძალზედ ემოციური, რომელსაც ყველანი სულმოუთმენლად ველით.


2016 წელს, ზემოხსენებული ტურის ფარგლებში თქვენ ეწვიეთ ჩიკაგოს და ნიუ-იორკს. რატომ აირჩიეთ მიმდინარე წელს ფილადელფია და მაიამი?

ორივე ეს ქალაქი მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე. ეს ორი ულამაზესი ქალაქი შესანიშნავად ერწყმის ჩვენს საერთაშორისო სტრატეგიას. ფილადელფია სპორტით ცხოვრობს. ადგილობრივი კლუბი "იგლსი" მოქმედი ჩემპიონია. გარდა ამისა ამ ქალაქში მიუნხენის "ბაიერნის" უდიდესი ფან-კლუბი მდებარეობს. რაც შეეხება მაიამის, ის ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ერთგვარი კარიბჭეა. ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. ჩვენ სამხრეთ ამერიკის მიმართულებითაც ვახორციელებთ, ბაიერნის ბრენდის პოპულარიზაციას.

რამდენად პოპულარულია ამერიკაში ფეხბურთი?

უკვე რამდენიმე წელია რაც ამერიკაში ფეხბურთი აქტიურად ვითარდება. ახალგაზრდებისათვის ფეხბურთი სპორტის ნომერ პირველ სახეობად იქცა. რაც შესანიშნავია. მოცემულ მომენტში აშშ-ში 25 მილიონი ფეხბურთელია რეგისტრირებული, რომლიდანაც 18 მილიონი 18 წელს მიუღწეველია. არცერთ სხვა სპორტის სახეობას, მსგავსი სტატისტიკური მონაცემი არ გააჩნია, ეს უკვე შეუქცევადი პროცესია. ეს ტენდენცია აიხსნება იმით, რომ ბოლო წლებში შეინიშნება ესპანურენოვანი მოსახლეობის მკვეთრი მატება, რომლებსაც ფეხბურთი განსაკუთრებით უყვართ. ამ მომენტისათვის ეს დაახლოებით 60 მილიონი ადამიანია.

ეს ნიშნაავს იმას, რომ "ბავარია" ცდილობს დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი ასეთ დინამიურად განვითარებად ბაზარზე?

დიახ ცალსახად ასეა. გარდა ამისა არ უნდა დავუკარგოთ საკუთარი მუშაობა მიუნხენის "ბაიერნის" ოფისს რუდოლფ ვიდალის თაოსნობით, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი კლუბის მიმდევრების ციფრი გაორმაგდა და დღესდღეობით იგი 27 მილიონს ითვლის. ჩრდილოეთ ამერიკაში გაიზარდა ფან კლუბების რაოდენობა , წევრების რიცხვმა კი 6500 გადააჭარბა. გარდა ამისა ამერიკაში ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Goodyear, Procter & Gamble, Beats, EA Sports, OXiGEN და სხვა.

რამდენიმე ხნის წინ თქვენ პარტნიორული ურთიერთობა გაახანგრძლივეთ Global Premier Soccer-თან ...

დიახ, ეს შესანიშნავი პარტნიორული ხელშეკრულებაა, რომელიც ამავედროს კარგი მაგალითია ფუნქციონალური და წარმატებული განვითარების. ეს ორგნიზაცია, ჩვენი თანამშრომლობის საწყის ეტაპზე 2014 წელს, 60 000 ამდე ბავშვს აერთიანებდა, დღეს კი უკვე საქმე ეხება 100 000 ბავშვს და 25 შტატს. ეს უდაოდ დიდი წარმატებაა.

რამდენიმე თვის წინ, მიუნხენის "ბაიერნმა" ამერიკულ საფეხბურთო გუნდ "დალასთან" პარტნიორული ხელშეკრულება გააფორმა. რა არის ამ შეთანხმების მიზანი?

მიზანი ერთია, ახალგაზრდა ტალანტების განვითარება და სამწვრთნელო ფილოსოოფიის გაზიარება. რამდენიმე ხნის წინ, "ბავარიამ" საკუთარ ცხრამეტწლამდელთა გუნდში "დალასიდან" კრის რიჩარდსი დაიმატა. იგი ამ ტურნეში ჩვენთან ერთად იქნება და ძირითად ფეხბურთელებთან მუშაობით საკუთარ გამოცდილებას გაიღრმავებს.

ამერიკის ეროვნულმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია და რუსეთის ფედერაციაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა ვერ მიიღო, სამაგიერო იქ წარმოდგენილი იყო პანამის ეროვნული გუნდი. ამ ფაქტმა, ამერიკაში ფეხბურთის მიმართ არსებულ ეიფორიაზე, რაიმე ზეგავლენა მოახდინა?

რა თქმა უნდა, ამერიკელ გულშემატკივრებში იმედგაცრუება სუფევდა, რომელიც დაკავშირებული იყო საკვალიფიკაციო ეტაპის ვერ დაძლევასთან. თუმცა ერთი წარუმატებელი ფაქტი, მთლიან სიტუციაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. ამერიკაში ფეხბურთი სულ უფრო მეტ როლს შეასრულებს. სტადიონზე გულშემატკივრების დასწრების რიცხვი გამუდმებით იზრდება, აქ მოღვაწეობენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ბასტიან შვაინშტაიგერი, უეინ რუნი, ზლატან იბრაგიმოვიჩი. ესენი ამერიკის ჩემპიონატის მთავარი ვარსკვლავები არიან. ორლანდოში, ატლანტაში, მინესოტასა და ლოს-ანჟელესში კი ახალი საფეხბურთო გუნდები ყალიბდება. 2020 წელს კიდევ ერთი ახალი გუნდი შეემატება მაიამის. 2026 წელს ამერიკაში, კანადასა და მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, უკვე ახლა შემიძლია წარმოვიდგინო მომავალი საფეხბურთო ბუმი."

ჯოვანი ელბერი, მარტინ დემიჩელესი და ლოთარ მათეუსი, მიუნხენის "ბაიერნის" სამი ლეგენდა ამ ტურის ფარგლებში გუნდთან ერთად იქნება, რა არის მათი მიზანი?

ბაიერნის ლეგენდები, მსოფლიო მაშტაბით არიან ცნობილები. ჯოვანი, მარტინი და ლოთარი უამრავ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ეს იქნება, ინტერვიუები, გულშემატკივართან შეხვედრები, ტურნირი მინი-ფეხბურთში, ავტოგრაფ-სესიები და სხვა. ამის ფონზე მოქმედ ფეხბურთელებს დიდი დრო ექნებათ ვარჯიშით დაკავდნენ, როგორც წესი დღის განმავლობაში ორჯერ უნდა ივარჯიშონ. ეს ღია ვარჯიშები იქნება, რომელიც ძალიან გაახარებს ჩვენს ამერიკელ გულშემატკივარს.




მომზადებულია fcbayern.com-ზე დაყრდნობით.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.