კოვაჩი ჟერომ ბოატენგის შესახებ საუბრობს » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » კოვაჩი ჟერომ ბოატენგის შესახებ საუბრობს

კოვაჩი ჟერომ ბოატენგის შესახებ საუბრობს

23-07-2018, 10:07 -ss- სიახლეები 0

კოვაჩი ჟერომ ბოატენგის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, "რეკორდმაისტერის" უკანახაზელის ჟერომ ბოატენგის მიმართ "პარი სენ-ჟერმენის" დაინტერესებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გამოცდილი ცენტრალური მცველი დიდი ალბათობით, მომავალ საფეხბურთო სეზონსაც გერმანული გრანდის რიგებში გაატარებს.


"მე ძალიან კარგად ვიცნობ ჟერომს, დარწმუნებული ვარ იგი "ბავარიაში" დარჩება. მესმის, რომ ტუხელი კარგ ფეხბურთელებს ეძებს, შესაძლოა იგი ამ ფეხბურთელებს მიუნხენელთა რიგებშიც კი ეძებდეს, თუმცა ჩვენი მოთამაშის აყვანა ძალიან რთული საქმე იქნება."-აცხადებს კოვაჩი

შეგახსენებთ, ჟერომ ბოატენგის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბოლო ინფორმაციის გავრცელება ინტერნეტ-გამოცემა Culture PSG-ს უკავშირდება. ხსენებული წყარო ამტკიცებდა, რომ პარიზელები მზად არიან ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გაიღონ, ხოლო თავად ფეხბურთელს წლიური ხელფასის სახით 8 მილიონი ევრო დაუნიშნონ.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.