» » ჰიონესი: მიხარია რომ იოზილმა კარიერა დაასრულა

ჰიონესი: მიხარია რომ იოზილმა კარიერა დაასრულა

24-07-2018, 09:06 kimmich სიახლეები 0

ჰიონესი: მიხარია რომ იოზილმა კარიერა დაასრულა
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი, ული ჰიონესი მესუთ იოზილის სანაკრებო კარიერის დასრულებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით ხსენებული ფეხბურთელი, წლების განმავლობაში სუსტ ფეხბურთს დემონსტრირებდა და საკუთარი გუნდისათვის მხოლოდ დამაზიანებელი ეფექტი მოჰქონდა.

"მიხარია რომ იოზილმა კარიერა დაასრულა. წლების განმავლობაში ის საშინელ ფეხბურთს თამაშობდა. როცა ჩვენი გუნდი "არსენალს" ეთამაშებოდა ჩვენ ყოველთვის იოზილზე ვამახვილებდით ყურადღებას, რადგან ვიცოდით რომ ის მათი სუსტი წერტილი იყო"-განაცხადა ბავარიელთა ხელმძღვანელმა გამოცემა bild-თან საუბრისას

"გერმანიის ნაკრებში აღარ მინდა თამაში, რადგან რასიზმსა და უპატივცემლობას ვგრძნობ. გერმანიის ნაკრების მაისურს ყოველთვის ღირსეულად ვატარებდი. როდესაც ჩვენი ვიგებდით გერმანელი ვიყავი როცა ვაგებდით მიგრანტი."-ეს კი თავად ფეხბურთელის სიტყვებია, რომელიც მან სოციალური ქსელ twitter-ის მეშვეობით გაავრცელა

მესუთ იოზილს გერმანიის ნაკრებში სულ 92 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ამ დროის მანძილზე მან 23 გოლის გატანა შეძლო. 2014 წელს კი იგი ბუნდესნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.