ოზილის ღია წერილი გულშემატკივარს » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ოზილის ღია წერილი გულშემატკივარს

ოზილის ღია წერილი გულშემატკივარს

24-07-2018, 11:17 -ss- სიახლეები 0

ოზილის ღია წერილი გულშემატკივარს
როგორც ქვემოთ ვწერდით, გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრმა მესუთ ოზილმა, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ გულშემატკივარს ღია წერილით ამცნო. ხსენებულ მიმართვაში, 29 წლის ფეხბურთელი იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც იგი აღნიშნულ ნაბიჯამდე მიიყვანა.



"მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გერმანიის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტი, რაინჰარდ გრინდელი დიდი ზეწოლის ქვეშ მოექცა, რაც უკავშირდებოდა აღნიშნულ ჩემპიონატამდე მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. სულ რამდენიმე ხნის წინ, მან საჯაროდ მომმართა, რომ ამეხსნა ჩემი მოქმედება და რუსეთის ფედერაციაში გერმანიის ნაკრების წარუმატებელ ასპარეზობაში ბრალიც კი დამდო. ახლა ამ ყველაფერს ვსაუბრობ არა გრინდელის, არამედ საკუთარი თავის გამო და ვაცხადებ, რომ აღარ ვიქნები ერთგვარი განტევების ვაცი, იმის გამო რომ იგი საკუთარ საქმეში არაკომპეტენტურია და სწორი გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია. მას შემდეგ რაც მე ერდოღანთან სურათი გადავიღე, მას სურდა რომ ნაკრების რიგები დამეტოვებინა, თუმცა მაშინ ჩემს დასაცავად იოაჰიმ ლიოვი და ოლივერ ბიროფი დადგა.

გრინდელისა და მისი მომხრეების თვალში მე გერმანელი ვიყავი, როდესაც ნაკრები იგებდა, წაგების შემთხვევაში - მიგრანტი. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ მე გერმანულმა სოციუმმა ამ დრომდე არ მიმიღო, მიუხედავად გადასახადების გადახდისა, სკოლებზე სხვადასხვა შეწირულობის გაცემისა და თუნდაც 2014 წელს მიღწეული გამარჯვებისა. მე მექცეოდნენ როგორც "უცხოს". ჩემს მეგობრებს, ლუკას პოდოლსკის და მიროსლავ კლოზეს არ იხსენიებენ როგორც პოლონელ-გერმანელებს, მაშ რატომ ვარ მე მათვის თურქი-გერმანელი? იმიტომ რომ მუსლიმი ვარ? ვფიქრობ ეს ძალიან დიდი პრობლემაა. მე დავიბადე და გავიზარდე გერმანიაში, არ მესმის რატომ არ მთვლიან გერმანელად...

გერმანიის ფეხბურთის კავშირის და სხვათა გამო, მე დამეკარგა სურვილი ვატარო ეროვნული ნაკრების მაისური. თავს არასაჭიროდ ვთვლი. ვფიქრობ ის რასაც მე გუნდთან ერთად წლების წინ მივაღწიე დავიწყებას მიეცა. ადამიანები, რომლებიც რასიზმს ამჟღავნებენ, არ უნდა მუშაობდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფეხბურთის ფედერაციაში, იმ ნაკრებში რომელთა რიგებშიც უამრავი მოთამაშეა იმ ოჯახების წიაღიდან გამოსული, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კულტურას წარმოადგენენ.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ეროვნული ნაკრების რიგები, რადგანაც ჩემი მისამართით ადგილი აქვს რასიზმს! ბუნდესნაკრების მაისურს ყოველთვის დიდი სიხარულით და სიამაყით ვატარებდი, თუმცა ახლა ასე აღარ არის. ეს ჩემთვის უმძიმესი გადაწყვეტილებაა, რადგანაც ყოველთვის, როდესაც ვთამაშობდი ვცდილობდი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი მეჩვენებინა, პარტნიორების, სამწვრთნელო შტაბის და გერმანიის ღირსეული მოქალაქეების გამო. თუმცა ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნების განცხადებებით, რომ მე თურქული ფესვები მაქვს და თურმე პოლიტიკურ პროპაგანდას ვეწევი, ვფიქრობ რომ სწორედ ასე უნდა მოვიქცე. ფეხბურთს ამის გამო არ ვთამაშობ და არ ვაპირებ ჩუმად, გულხელდაკრეფილი ვიჯდე. რასიზმი არ უნდა იყოს მისაღები! "
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.