BILD: "ინტერი" ვიდალით ინტერესდება » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » BILD: "ინტერი" ვიდალით ინტერესდება

BILD: "ინტერი" ვიდალით ინტერესდება

24-07-2018, 14:12 kimmich ტრანსფერები / ჭორები 0

BILD:
ცნობილი გერმანული გამოცემა "BILD"-ი იუწყება, რომ ჩილელი ნახევარმცველის ყიდვით დაინტერესებულია იტალიური კლუბი, კერძოდ კი მილანის "ინტერი" . "ბაიერნის" 31 წლის საყრდენის სანაცვლოდ "ნერაძური" 20 მილიონს იხდის, თუმცა ეს თანხა მიუღებელია გერმანიის "რეკორდმაისტერისათვის" და მინიმუმ 10 მილიონით მეტს ითხოვს - ამტკიცებს ზემოხსენებული წყარო.

მოგეხსენებათ, "ბაიერნის" ნახევარდაცვის ხაზში კონკურენცია ძალიან დიდია და სრულიად შესაძლებელია მიმდინარე ზაფხულს კლუბი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს. სულ რამდენიმე დღის წინ, გამოცემა The Independent-ი წერდა, რომ გერმანული გრანდი თანახმა არის ტიაგო ალკანტარასაც შეელიოს, თუ მის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გუნდს ამ ზაფხულს კიდევ ორი ნახევარმცელი შეემატა, რენატო სანჩესისა და ლეონ გორეცკას სახით. რენატო "სუონს" სიტიში ერთ წლიანი იჯარის წესით იყო განთხოვრებული და ის მიუნხენურ კლუბს, ვადის ამოწურვისთანავე დაუბრუნდა. ლეონი კი "ბავარიამ" თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.