» » მათეუსი მესუთ იოზილის შესახებ საუბრობს

მათეუსი მესუთ იოზილის შესახებ საუბრობს

24-07-2018, 17:33 -ss- სიახლეები 0

მათეუსი მესუთ იოზილის შესახებ საუბრობს
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული ფეხბურთელი ლოთარ მათეუსი, ანალიტიკურ-სპორტულ გამოცემა ESPN-თან მიცემულ ინტერვიუში, მესუთ იოზილის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან სრულიად გამიჯნული უნდა იყოს. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა იგი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, ვეტერანმა ბავარიელმა შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა.

"ფეხბურთი-ფეხბურთია, პოლიტიკა კი პოლიტიკა. გერმანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მესუთმა შესანიშნავი სამუშაო გასწია, თუმცა ბოლო წელიწადნახევარია რაც იგი იმ დონის ფეხბურთს ვეღარ აჩვენებს, როგორც ეს თუნდაც ოთხი წლის წინ იყო"

"ვფიქრობ, რომ ბუნდესნაკრების შემადგენლობაში მისი დრო წავიდა და ეს არამც და არამც არ უკავშირდება პოლიტიკას. ეს ნამდვილად არ მანაღვლებს. მე ვხედავ ფეხბურთელს, მესუთ იოზილს, რომელიც ისე ვეღარ თამაშობს, როგორც ეს მას ჩვეოდა. გერმანიაში ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა და როდესაც აშკარად ჩანს, რომ ესა თუ ის ფეხბურთელი სათანადო დონეზე ვერ ასპარეზობს, ამ დროს შანსი ახალი თაობის წარმომადგენლებს უნდა მივცეთ."-დაასრულა მათეუსმა.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.