» » Kicker : "იუნაიტედს" ბოატენგი სურს

Kicker : "იუნაიტედს" ბოატენგი სურს

24-07-2018, 17:57 -ss- ტრანსფერები / ჭორები 0

Kicker :
მიუნხენის "ბაიერნის" გულშემატკივრებისათვის საინტერესო სიახლეს ავრცელებს ცნობილი სპორტული გამოცემა Kicker-ი. წყაროს თქმით, ინგლისური საფეხბურთო კლუბი მანჩესტერ "იუნაიტედი" დაინტერესებულია, "ბავარიელთა" ცენტრალური მცველის ჟერომ ბოატენგის ტრანსფერით და უახლოეს მომავალში ბრიტანელები კონკრეტული წინადადების გაჟღერებასაც გეგმავენ.


სახელდება სავარუდო სატრანსფერო თანხაც. როგორც გამოცემა ამტკიცებს, "წითელი ეშმაკები" მზად არიან, აღნიშნული გარიგების განხორციელებისათვის 50-60 მილიონი ევრო გაიღონ. შეგახსენებთ, ჟერომ ბოატენგის მიმართ მანჩესტერ "იუნაიტედის" გარდა ინტერესს იჩენს "პარი სენ-ჟერმენიც", თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზელთა შემოთავაზება 35 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს.

გასულ საფეხბურთო სეზონში, ცენტრალურმა მცველმა მიუნხენური კლუბის მაისურით 31 შეხვედრა გამართა, გაიტანა ორი გოლი და განახორციელა ოთხი შედეგიანი გადაცემა. მისი მოქმედი კოტრაქტი კი ძალაში 2021 წლის 30 ივნისამდეა.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.