» » Goal: კომანი "არსენალთან" კონტაქტს უარყოფს

Goal: კომანი "არსენალთან" კონტაქტს უარყოფს

25-ივლ-2018, 10:41
0357
მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი შემტევი ნახევარმცველი კინგსლი კომანი, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, ლონდონის "არსენალის" რიგებში მის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობს და აცხადებს, რომ მსგავს მოლაპარაკებებს ადგილი არ აქვს.


"ლონდონის არსენალთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. დავრჩები თუ არა ბავარიაში? დიახ, თუ ყველაფერი ნორმალურად წარიმართება. ნორმალური ნიშნავს ნორმალურს, აქ განსახილველი არაფერია. მიუნხენის "ბაიერნთან" საკუთარი კონტრაქტი ხუთი წლით გავახანგრძლივე და ვგეგმავ ვადის ამოწურვის შემდეგაც განვაგრძო ასპარეზობა. ჩემთვის არცერთი კლუბის წარმომადგენელს არ მოუმართავს ტრანსფერთან დაკავშირებით."-აცხადებს ფრანგი მოიერიშე.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე დღის წინ გამოცემა BeIN Sports იტყობინებოდა, რომ "მეთოფეების" ახალი მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი დაინტერესებულია ფრანგი ვინგერის შეძენით და ამისათვის მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობას მსუყე წინადადებითაც მიმართავს. დასახელებული იყო კონკრეტული თანხაც. 44 მილიონი ფუნტი-სტერლინგი, რაც დაახლოებით 49,6 მილიონი ევროს ტოლფასია.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..