ჰიონესი: "ბაიერნს" რამდენიმე ფეხბურთელის გაშვება მოუწევს » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ჰიონესი: "ბაიერნს" რამდენიმე ფეხბურთელის გაშვება მოუწევს

ჰიონესი: "ბაიერნს" რამდენიმე ფეხბურთელის გაშვება მოუწევს

25-07-2018, 11:00 -ss- სიახლეები 1

ჰიონესი:
გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა, კლუბში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბავარიას რამდენიმე ფეხბურთელის გაშვება მოუწევს. ამის მიზეზად ულიმ ზედმეტად "გაბერილი შტატები" დაასახელა და აღნიშნა, რომ თუ მყისიერად არ იმოქმედებს, შესაძლოა ამან კლუბზე დამაზიანებელი ეფექტი იქონიოს.


"მოცემულ მომენტში გუნდი ზედმეტად გადავსებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოგვიწევს უარი ვთქვათ ერთ, ორ ან სამ ფეხბურთელზე. უკიდურეს თარიღად საშობაო პერიოდს დავასახელებდი. წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბში არეულობას მივიღებთ. სწორედ ამიტომ არ ვაპირებთ ფეხბურთელების შეძენას, პირიქით ჩვენ მათ გაყიდვას ვფიქრობთ."- აცხადებს ჰიონესი.

გარდა ზემოხსენებული საკითხისა, ბავარიელთა ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ტიაგო ალკანტარას, ჟერომ ბოატენგის და არტურო ვიდალის შესაძლო ტრანსფერებზე და შემდეგი რამ განაცხადა. "ვერ გეტყვით, ამ ფეხბურთელებთან დაკავშირებით გვაქვს თუ არა კონკრეტული წინადადებები მიღებული. მოლაპარაკებების დასაწყებად ვიღაცამ უნდა მოგვმართოს. შემიძლია ერთი რამ დაგიდასტუროთ, მსგავსი საუბარი ამ დრომდე არ ყოფილა."-ციტირებს გამოცემა Bild-ი ული ჰიონესის სიტყვებს.
1
0

dachi8 (25 ივლისი 2018 22:19)

მიდი ჰიონეს მიდი kricha ყველა უღირსი ბაიერნს გარეთ! ახალი ლოზუნგია ბაიერნის
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.