» » სანჩესი : ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებ

სანჩესი : ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებ

25-07-2018, 13:50 -ss- სიახლეები 0

სანჩესი : ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებ
რენატუ სანჩესისათვის, წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდი, ერთობ შთამბეჭდავი აღმოჩნდა. "პარი სენ-ჟერმენთან" გამართული ამხანაგური მატჩის დროს, მის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული საჯარიმო დარტყმა კი კარგად დაამახსოვრდათ, როგორ სამწვრთნელო შტაბის წევრებს, ისე გერმანული გრანდის გულშემატკივრებს. "იგი დიდი მოტივაციით ვარჯიშობდა, ამას ყოველდღიურად ვხედავ. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ის მაქსიმუმს აკეთებდა, ამიტომაც ორმაგად მოხარული ვარ, რომ რენატუმ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და ულამაზესი გოლიც გაიტანა."-აღნიშნავდა მატჩის დასრულების შემდეგ ნიკო კოვაჩი.

პორტუგალიელი ლეგიონერი გუნდთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც Audi Summer Tour 2018-ის ფარგლებში კლუბის მიერ დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. 20 წლის ნახევარმცველი აცხადებს, რომ იგი მზად არის წარმატების მისაღწევად თავდაუზოგავი ვარჯიში განაგრძოს. "ამერიკაში მოგზაურობა, ჩემთვის ძალიან დიდი შესაძლებლობაა, რომ განვითარება განვაგრძო. ჩემი მიზანია კლუბისათვის საკვანძო ფეხბურთელი ვიყო. ვგრძობ, რომ უფრო მოწიფული გავხდი და ახლა ფეხბურთის თამაში, გაცილებით დიდ სიამოვნებას მანიჭებს. კარგად მესმის თუ რამხელა კონკურენციაა გუნდში, მაგრამ ახალი მწვრთნელი ეს ახალი შანსია. მე უბრალოდ გულმოდგინედ მუშაობის გაგრძელება მმართებს, თითოეული ვარჯიში ეს ახალი შესაძლებლობაა მწვრთნელზე შთაბეჭდილების მოსახდენად"-აცხადებს სანჩესი.


კოვაჩი რენატუს შესაძლებლობებში დარწმუნებულია

fcbayern.com-თან მიცემულ ინტერვიუში, ნიკო კოვაჩმა ახალგაზრდა ფეხბურთელის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და შემდეგი რამ განაცხადა. " მიუნხენის ბაიერნის შემადგენლობაში, ახალ საფეხბურთო სეზონში, იგი ბევრ კარგ შეხვედრას გამართავს. მე ვიცი რომ ეს მის ძალებშია. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მან ფეხბურთის თამაშს არ უკლო. ეს ბიჭი უბრალოდ მხარდაჭერას საჭიროებს. ეს მხარდაჭერა კი უნდა მიიღოს მან, არამხოლოდ საკუთარი თანაგუნდელებისგან და სამწვრთნელო შტაბისგან, არამედ მთლიანად კლუბისგან. ფეხბურთი ცხოვრებას წააგავს, იმისათვის რომ საკუთარ ძალებში დარწმუნებული იყო, შენ ერთგვარი აღიარება გჭირდება."

"თვითმფრინავში ული ჰიონესი მესაუბრებოდა, შემიძლია გითხრათ, რომ კლუბისგან დიდ ნდობას ვგრძნობ. მსურს ჩემზე გაცემული ავანსები გავამართლო და საკუთარი გუნდი რაც შეიძლება კარგად წარმოვაჩინო."-დასძინა სანჩესმა.
3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.