"ბავარიამ" ალფონსო დევისი გაიფორმა » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » "ბავარიამ" ალფონსო დევისი გაიფორმა

"ბავარიამ" ალფონსო დევისი გაიფორმა

25-07-2018, 23:25 dachi8 სიახლეები / მთავარი ამბები 1

„ბავარიამ“ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე უნიჭიერესი ფეხბურთელი გაიფორმა. 17 წლის ალფონსო დევისი „ვანკუვერ უაიტკეპსი"-დან 2019 წლის 1 იანვრიდან გერმანიის რეკორდმაისტერის ფერებს დაიცავს. კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

დევისი - შეტევითი სტილის ფეხბურთელია, რომელსაც კარგი სისწრაფე და ტექნიკა გააჩნია. კანადის ნაკრებში მან უკვე 8 მატჩი ჩაატარა. ოთხშაბათს ფილადელფიაში, სადაც ახლა „ბავარია“ იმყოფება, დევისმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება.

„ალფონსო დევისი - დიდი ნიჭია. თავის 17 წლის ასაკში ის მეტად პერსპექტიულ ფეხბურთელად მოიაზრება. ალფონსო დიდებულ მახასიათებლებს ფლობს და ბევრი ტოპ-კლუბის დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. ძალიან მოხარული ვარ, რომ დევისმა „ბავარიის“ სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ტრანსფერში იყო ჩართული, კერძოდ, ჩვენს სკაუტებს და იურისტებს. შესანიშნავი გუნდური მუშაობა იყო ჩატარებული“.- განაცხადა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

ალფონსო დევისი: „ძალიან ბედნიერი ვარ „ბავარიაში“ ჩემი გადასვლით. როდესაც ბავშვი ვიყავი, რაღაც ამდაგვარზე ვოცნებობდი. ოცნება ამიხდა. ახლა, ყველაფერი უნდა გავაკეთო რომ ეს შანსი გამოვიყენო“.

"ბავარიამ" ალფონსო დევისი გაიფორმა


"ბავარიამ" ალფონსო დევისი გაიფორმა


"ბავარიამ" ალფონსო დევისი გაიფორმა


"ბავარიამ" ალფონსო დევისი გაიფორმა


"ბავარიამ" ალფონსო დევისი გაიფორმა


"ბავარიამ" ალფონსო დევისი გაიფორმა


"ბავარიამ" ალფონსო დევისი გაიფორმა


"ბავარიამ" ალფონსო დევისი გაიფორმა


"ბავარიამ" ალფონსო დევისი გაიფორმა


"ბავარიამ" ალფონსო დევისი გაიფორმა
2
0

RoBBen_12 (26 ივლისი 2018 09:54)

რა გახარებულია ჯიგარი, 1მდე ახალგაზრდულში იქნება და გერმანულსაც შეეჩვევა კაროჩე უკვე შეგუებული შეოგვიერთდება რა და აწი მისი საქმეა რას როგორიზამს ..
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.