» » რუმენიგე ბოატენგის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა

რუმენიგე ბოატენგის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა

26-07-2018, 10:26 -ss- სიახლეები / ტრანსფერები 0

რუმენიგე ბოატენგის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, პარი სენ-ჟერმენის რიგებში ჟერომ ბოატენგის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობს და აღნიშნავს, რომ ხსენებული მოლაპარაკებათა პროცესი, ჯერ მხოლოდ საწყის სტადიაზეა.


"მოცემულ მომენტში, კლუბებს შორის მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, თუმცა ჟერომ ბოატენგის აგენტს, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, კონტაქტი აქვს პარიზულ გუნდთან. უნდა დავიცადოთ და შევხედოთ, რამდენად გამოგვივა კონსესუსი. აგრეთვე უნდა ჩამოვყალიბდეთ სატრანსფერო ფასთან დაკავშირებითაც, ისე რომ ეს ორივე მხარისათვის მისაღები იყოს. პრინციპში, იმ შემთხვევაშიც კი თუ ბოატენგი კლუბს დატოვებს, ეს მიუნხენის "ბაიერნისათვის" პრობლემა არ იქნება, ვინაიდან ამ პოზიციაზე უამრავი ფეხბურთელი გვყავს."-ციტირებს Goal-ი, რუმენიგეს სიტყვებს.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე დღის წინ, გამოცემა Culture PSG წერდა, რომ ფრანგულ საფეხბურთო გრანდს, ჟერომ ბოატენგის ყიდვა სურს და ამისათვის 35 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, თავად ფეხბურთელს კი წლიური ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს თავაზობს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.