» » sportbild : "ბაიერნი" მარსიალით ინტერესდება

sportbild : "ბაიერნი" მარსიალით ინტერესდება

26-07-2018, 12:24 kimmich ჭორები 0

sportbild :
მიუნხენის "ბაიერნმა" თვალი 22 წლის ვინგერს, ენტონი მარსიალს დაადგა. ცნობილი გერმანული გამოცემა "sportbild"-ი იტყობინება, რომ ფრანგ გარემარბს აღარ სურს "წითელი ეშმაკების" რიგებში თამაში, რადგანაც მას წინა სეზონში არ ეძლეოდა შესაბამისი სათამაშო დრო.

გასულ საფეხბურთო სეზონში ენტონი მარსიალი მანჩესტერ "იუნაიტედის" რიგებში არ იყო მნიშვნელოვანი ფიგურა. მის ნაცვლად ჟოზე მოურინიო მეტ დროს უთმობდა ჯესი ლინგარდს, მარკუს რაშფორდს და ალექსი სანჩესს. წყარო აგრეთვე მიუთითებს იმასაც, რომ ამ დროისთვის მარსიალის შეძენით მხოლოდ მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული. "Times" - ის ინფორმაციით "ბავარიას" მარსიალის ტრანსფერი იაფი არ დაუჯდება. ბრიტანელები ენტონის სანაცვლოდ დაახლოებით 67 მილიონ ევროს ითხოვენ. ფრანგი ვინგერის კონტრაქტი "იუნაიტედთან" კი 2019 წლამდეა გათვლილი.

22 წლის შემტევი მანჩესტერ "იუნაიტედის" რიგებში 2015 წლიდან ირიცხება. რაც შეეხება მის სტატისტიკურ მონაცემებს, პრემიერლიგაში გამართული 86 შეხვედრიდან, მის ანგარშიზე 24 გატანილი გოლი და 15 შედეგიანი გადაცემა ფიქსირდება. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე კი მისი მონაგარი სამ გატანილ გოლს და ამდენივე ასისტს ითვლის.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.