ინტერვიუ ბასტიან შვაინშტაიგერთან » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ინტერვიუ ბასტიან შვაინშტაიგერთან

ინტერვიუ ბასტიან შვაინშტაიგერთან

27-07-2018, 10:27 -ss- ინტერვიუ 1

ინტერვიუ ბასტიან შვაინშტაიგერთან
მას შემდეგ, რაც ბასტიან შვაინშტაიგერმა მიუნხენის "ბაიერნის" რიგები დატოვა, სამი წელი გავიდა. ამჟამად გერმანელი ნახევარმცველი საკუთარ საფეხბურთო კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში აგრძელებს და "ჩიკაგო ფაერის" ღირსებას იცავს. "ამერიკა უდიდესი საფეხბურთო ბაზარია. აქ ადამიანებს სპორტი განსაკუთრებით უყვართ, ხოლო გულშემატკივრების დასწრების სტატისტიკური მონაცემი გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს იტალიაში ან თუნდაც საფრანგეთშია "-აღნიშნავს ვეტერანი ფეხბურთელი fcbayern.com -თან მიცემულ ინტერვიუში.


ბასტიან, უკვე მეორე წელია რაც თქვენ "ჩიკაგო ფაერის" შემადგენლობაში ასპარეზობთ, გვითხარით როგორ ვითარდება ფეხბურთი ამერიკაში?

უმაღლესი საფეხბურთო ლიგა (MLS) უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება. აქ თამაშობენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ზლატან იბრაჰიმოვიჩი და უეინ რუნი. ვფიქრობ მომავალში კიდევ უფრო მეტ ცნობილ ფეხბურთელს ვიხილავთ. ფინანსური თვალსაზრისითაც, ამერიკის ჩემპიონატი მოწინავე რიგებშია. თამაშებზე, გულშემატკივართა დასწრების მაჩვენებელი კი გაცილებით მაღალია ვიდრე ეს იტალიაში ან თუნდაც საფრანგეთშია. სტადიონებზე, მუდმივად პოზიტიური ატმოსფერო სუფევს, აქ ადამიანები ოჯახებთან ერთად მოდიან მატჩებზე დასასწრებად და მაქსიმალურად ერთობიან. მე როგორც მოთამაშეს, ძალიან მხიბლავს აქ ასპარეზობა.

როგორც ცნობილია 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, ამერიკაში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება. ალბათ ეს კიდევ უფრო პოპულარულს ხდის ამერიკაში ფეხბურთს

დიახ, ცალსახად ასეა. ამერიკას შეუძლია დაუმტკიცოს დანარჩენ მსოფლიოს, რომ აქ ფეხბურთი კიდევ უფრო პოპულარული გახდა. დარწმუნებული ვარ, გუნდები რვა წლის შემდეგ, შესანიშნავ ატმოსფეროს შეიგრძნობენ.

რა მნიშვნელობის მატარებელია თქვენთვის, საერთაშორისო სათასო ჩემპიონატი, რომელიც როგორც ცნობილია ამერიკელი მილარდერის სტივ როსისა და მისი კომპანია Relevant Sport-ის პატრონაჟით მიმდინარეობს. ადევნებთ თვალს აღნიშნული ეგიდით გამართულ მატჩებს?

ამერიკაში ამ ტურნირს დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს. ადამიანები ძალიან გახარებულები არიან, იმით რომ წამყვანი ევროპული კლუბები აქ ჩამოდიან. ამ დროს როგორ წესი, სტადიონებზე სრული ანშლაგია და ბრწყინვალე ატმოსფეროც სუფევს. შეხვედრებს პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში გადასცემენ. მეც, თავისუფალი დროის არსებობის შემთხვევაში, ვუყურებ აღნიშნულ მატჩებს.

როგორ შეაფასებდით, ბოლო წლების განმავლობაში, მიუნხენის "ბაიერნის" აქტივობას ისეთ საფეხბურთო ბაზარზე, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატები ან ჩინეთია?

შემიძლია ვთქვა, რომ ეს გზა 100 პროცენტით გამართლებულია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამერიკა უდიდესი ბაზარია. ჩიკაგო სპორტული ქალაქია, აქ თავმოყრილია ისეთი გუნდები, როგორებიცაა "ბლექჰოუქს", "ქებსი", "უაით სოქსი", "ბეარს", "ბულლს" და ა.შ აქ ადამიანები სპორტით ცხოვრობენ და მაშინ როდესაც ქვეყანას მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრობს, ხალხის ერთგვარი მობილიზაციაც შეინიშნება.

როგორია მიუნხენის "ბაიერნის" რეიტინგი ამერიკის შეერთებულ შტატებში?

მიუნხენური კლუბის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, ინგლისური გუნდები, პოპულარობის მხრივ წინ არიან, მაგრამ ამას თავისი ახსნა აქვს. პრემიერ-ლიგის მატჩებს აქ განსაკუთრებული სიხშირით აშუქებენ. თუმცა გარკვეული დოზით მიუნხენის "ბაიერნის მიერ გამართული შეხვედრების ტრანსლირებაც ხდება.
1
0

dachi8 (27 ივლისი 2018 22:35)

ბასტიი, ყველაზე გერმანელი kricha germany
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.