» » შემდეგი გაჩერება - მაიამი

შემდეგი გაჩერება - მაიამი

27-07-2018, 12:42 -ss- სიახლეები 1

შემდეგი გაჩერება - მაიამი
ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში, მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელებმა სამწვრთნელო შტაბთან ერთად, გეზი მაიამისკენ აიღეს. სამსაათიანი ფრენის შემდეგ, "ბავარიელთა" თვითმფრინავი ადგილობრივ აეროპორტში დაეშვა და ერთგულ გულშემატკივართან პირველი შეხვედრაც შედგა. მიუნხენურ კლუბს ქომაგი, ბანერებითა და მხურვალე შეძახილებით დახვდა.


ფილადელფიაში, გუნდმა ხუთი ინტენსიური ვარჯიში გამართა. გარდა სპორტული ღონისძიებებისა, ბავარიელებმა კულტურულ პროგრამებშიც მიიღეს მონაწილეობა. დაათვალიერეს ადგილობრივი მუზეუმი და ის ადგილი სადაც ლეგენდარული ჰოლივუდური ფილმის - "როკი ბალბოას" გადაღებების პროცესი მიმდინარეობდა. "ეს შესანიშნავი იყო! ვეწვიე ადგილს, რომელიც ბავშობის წლებში, ფილმ როკი ბალბოაში მქონდა ნანახი"-ვერ მალავდა საკუთარ ემოციებს ფრანკ რიბერი.

ფილადელფიიდან გუნდი დიდი შთაბეჭდილებებით გაფრინდა. ტურინის "იუვენტუსთან" განცდილმა მარცხმაც კი ვერ იქონია გავლენა, თითოეული ფეხბურთელის პოზიტიურ განწყობაზე. "ტაბლოზე დაფიქსირებული საბოლოო შედეგი, შეხვედრის მიმდინარეობის ადეკვატური ასახვა არ იყო. მე კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ თამაშობდა ჩემი გუნდი. რაც შეეხება ზოგადად ტურნეს, ჩვენ ძალიან კარგი პირობები გვქონდა სავარჯიშოდ და მთლიანობაში ყველაფერი კარგად წარიმართა. მაიამიში მუშაობის გაგრძელება გვმართებს."-ციტირებს ნიკო კოვაჩის სიტყვებს "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

შემდეგი გაჩერება - მაიამი

შემდეგი გაჩერება - მაიამი

შემდეგი გაჩერება - მაიამი

შემდეგი გაჩერება - მაიამი
2
0

dachi8 (27 ივლისი 2018 22:38)

ფრანკი ბაშვობაშია ჩარჩენილი kricha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.