» » ინტერვიუ კარლ-ჰაინც რუმენიგესთან

ინტერვიუ კარლ-ჰაინც რუმენიგესთან

28-07-2018, 10:17 -ss- ინტერვიუ 0

ინტერვიუ კარლ-ჰაინც რუმენიგესთან
შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, კარლ-ჰაინც რუმენიგეს პირველი საჯარო გამოსვლა, განსაკუთრებული აღმოჩნდა. ამ დღეს, მიუნხენის "ბაიერნის" მუზეუმში "რეკორდმაისტერის" ლეგენდარული მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის საღამო მოეწყო. "ჩვენი სურვილი იყო, ამ გზით იუპ ჰაინკესისათვის, ერთგვარი მადლობა გადაგვეხადა, იმ დიდი დამსახურებების გამო, რაც მას ჩვენი კლუბის მიმართ გააჩნია."-აღნიშნავდა ბავარიელთა ხელმძღვანელი.
ღონისძიების დასასრულს, ადგილობრივი პრესის წარმომადგენლებს, რამდენიმე კითხვის დასმის საშუალებაც მიეცათ. გთავაზობთ ამონარიდებს ზემოხსენებული ინტერვიუდან.

ნიკო კოვაჩის შესახებ - " 14 დღის განმავლობაში შვებულებაში ვიმყოფებოდი, ამიტომაც მის მიერ გამართული ვარჯიშები ვერ ვნახე. თუმცა მივიღე ინფორმაცია, რომ ეს ვარჯიშები ძალიან ხანგრძლივი და ინტენსიურია. რაც, რა თქმა უნდა - კარგია. ჩვენ წინ მომქანცველი სეზონი გველის, ამავედროს წარმატებების მიღწევა გვწადია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მოსამზადებლად შესაბამისი დროც გვქონდეს. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, კოვაჩის სატრანსფერო მოთხოვნებთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ, რომ არსებული შემდაგენლობით ნიკო სავსებით კმაყოფილია და არანაირი მოთხოვნა არ დაუფიქსირებია. მან იცის თუ რამხელა პოტენციალი გააჩნია ამ გუნდს"

ხამეს როდრიგესის შესახებ - "ხამესის კონტრაქტთან დაკავშირებით ყველა დეტალი ცნობილია. იმ ინფორმაციების უმრავლესობა, რომელიც ესპანეთიდან ვრცელდება, სიმართლეს არ შეესაბამება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხამესი მომავალ საფეხბურთო სეზონშიც და მის მერეც, "ბავარიაში" იასპარეზებს."

იან-ფიეტ არპის შესახებ -"როგორც ვიცი, მას "ჰამბურგთან" მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. ვფიქრობ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მთელი გულით ვუსურვებ "ჰამბურგს" კარგი სეზონის ჩატარებს და ბუნდესლიგაში დაბრუნებას."

Audi Summer Tour 2018-ის შესახებ -"გასულ წელთან შედარებით, ეს მოგზაურობა უკეთეს პირობებში ჩაივლის. მაშინ იყო რამდენიმე არასასურველი ფაქტორი, რომელიც უკავშირდებოდა როგორც კლიმატს, ისე გამართულ შეხვედრებს. ამ წელს კი ჩვენ სულ ორი მატჩის გამართვა მოგვიწევს. ეს ერთგვარი ტესტია გამძლეობაზე. კიდევ ერთი კარგი ფაქტორი, მდგომარეობს იმაში, რომ ის ფეხბურთელები რომლებიც აშშ-ში გაემგზავრნენ, სამი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდნენ და კარგ ფორმაშიც შევიდნენ. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენთვის წარმოადგენს ერთგვარ საბაზრო სამიზნესაც, რაც არანკლებ მნიშვნელოვანია.

იუპ ჰაინკესის შესახებ -"დღევანდელი ღონისძიებით, ჩვენ გვინდოდა მადლობა გადაგვეხადა ჰაინკესისათვის, იმ დიდი დამსახურებების გამო, რომელიც მას ჩვენი კლუბის მიმართ გააჩნია. იუპის გარეშე, გასული საფეხბურთო სეზონი, შესაძლოა უტიტულოდ დაგვესრულებინა. ჩვენთვის ის ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნება."
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.