» » მომავალი მეტოქე - მანჩესტერ "სიტი"

მომავალი მეტოქე - მანჩესტერ "სიტი"

28-07-2018, 11:30 -ss- ანონსი 0

მომავალი მეტოქე - მანჩესტერ
Audi Summer Tour 2018-ის ფარგლებში, მიუნხენის "ბაიერნს" მორიგი ორთაბრძოლის გამართვა მოუწევს. ქალაქ მაიამიში "ჰარდ როკ არენაზე" ადგილობრივი დროით 19:00 საათზე, "ბავარია" მანჩესტერ "სიტის" დაუპირისპირდება. "ეს შესანიშნავი გუნდია, რომელიც ბრწყინვალე ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული"-აღნიშნავდა ნიკო კოვაჩი წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.


ზემოხსენებული დაპირისპირება განსაკუთრებულია იმითაც, რომ მანჩესტერულ კლუბს, "რეკორდმაისტერის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა უდგას სათავეში. "სულმოუთმენლად ველი იმ მწვრნელთან შეხვედრას, რომელთან მუშაობის დროსაც, საკმაოდ წარმატებულნი ვიყავით. გვარდიოლას მცირე კვალი ამჟამინდელ "ბავარიაშიც" კი არის დარჩენილი."-იძახის გერმანული გრნდის კიპერი - სვენ ულრაიხი.


განვითარების შემდეგი ნაბიჯი


საინტერესოა ისიც, რომ 2016 წელს ნიკო კოვაჩი პეპ გვარდიოლასთან სწავლებას გადიოდა. "ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, სავარჯიშო შეკრებაზე ყატარში, გუდთან ერთად ვყოფილიყავი. გვარდიოლა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია."-აცხადებს 46 წლის სპეციალისტი.

"ამ შეხვედრაში მსურს დავინახო ის, თუ როგორ პოულობს გუნდი გადაწყვეტილებებს. ტურინის "იუვენტუსთან" ეს კარგად გამოგვდიოდა, თუმცა იყო ფაქტორები, რომელთა დახვეწაც გვმართებს. ჩვენ ყველა მიმართულებით უნდა განვითარდეთ, როგორც ფიზიკური, ისე ტექნიკური-ტაქტიკური თვალსაზრისითაც. ისევე როგორც ფილადელფიაში, აქაც კარგ რეზულტატს ველი. გასულ შეხვედრაში მრავლი დადებითი მომენტი ვიხილე"

"მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ მუშაობენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, გუნდის მიერ გამართულ თითოეულ ვარჯიშზე. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ითამაშებს თუ არა ხავი მარტინესი აღნიშნულ მატჩში, ჩვენ ზედმეტი რისკის გაწევა არ გვსურს."-ციტირებს მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი ნიკო კოვაჩის სიტყვებს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.