ინტერვიუ ლოთარ მათეუსთან » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ინტერვიუ ლოთარ მათეუსთან

ინტერვიუ ლოთარ მათეუსთან

29-07-2018, 09:28 -ss- ინტერვიუ 1

ინტერვიუ ლოთარ მათეუსთან
მათეუსს ბურთთან ერთად მოძრაობა ზუსტად ისევე კარგად გამოსდის, როგორც ეს მის საუკეთესო წლებში იყო. ლოთარის მიერ განხორციელებული პირველივე დარტყმის შედეგად "ბავარიელთა" ლეგენდები წინ გაიჭრნენ. "ეს ველოსიპედით სიარულს ჰგავს. "-აღნიშნავდა ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც მატჩის დასრულების შემდეგ, უხვად არიგებდა ავტოგრაფებს, იღებდა სელფებს და გულმოდგინედ ესაუბრებოდა ერთგულ გულშემატკივარს. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ლოთარ მათეუსმა fcbayern.com-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

როგორ მოხდა, რომ თქვენ გუნდთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებით?

მიუნხენის "ბაიერნთან" კონტაქტი არასდროს არ დამიკარგავს. დღემდე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, როგორც ფეხბურთელებთან ისე ამ გუნდის ხელმძღვანელობასთან. გარდა ამისა მე ერთი წლის განმავლობაში აშშ-ში ფეხბურთელის რანგში ვასპარეზობდი. ასე, რომ ეს ყველაფერი ერთად კარგად აეწყო.

როგორია თქვენი შთაბეჭდილებები ამ ტურნესთან დაკავშირებით?

ძალიან დადებითი! როდესაც ქუჩაში გავდივარ, იმწამსვე ამერიკელი გულშემატკივრების მოზღვავებას ვგრძნობ. სასიამოვნოა, როდესაც ქომაგს ამდენი ხნის მერეც ახსოვხარ. აქ უამრავი სამხრეთამერიკელი ცხოვრობს, რომლებიც ფეხბურთს აღმერთებენ. თავად მოგზაურობა კი შესანიშნავად არის ორგანიზებული, რაც "ბაიერნისათვის" დამახასიათებელიცაა. გუნდი საკუთარი თავის პრეზენტაციას ბრწყინვალედ ეწევა.

მოგვიყევით თქვენი ვალდებულებების შესახებ.

მე, ჯოვანი ელბერი, რაიმონდ აუმანი და მარტინ დემიჩელისი, მიუნხენის "ბაიერნს", როგორც ამ კლუბის საპატიო ელჩები, ისე წარვადგენთ. ჩვენ ძალიან ხშირად ვხვდებით, როგორც გულშემატკივარს, ისე პრესის წარმომადგენლებს. ვწერთ სხვადასხვა ინტერვიუს ტელე-რადიო სივრცეში, ვგეგმავთ ფოტოსესიებს, ვარჯიშს ბავშვებთან ერთად და ა.შ. აქ ადამიანები "ბავარიას" მთელი გულით ქომაგობენ. მთლიანობაში ჩვენ საკმაოდ დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, თუმცა ყოველივე ეს ბრწყინვალე ატმოსფეროში მიმდინარეობს.

თქვენ გქონდათ შესაძლებლობა, რამდენიმე მატჩი ჩაგეტარებინათ, როგორც ყველამ ნახა ბურთთან ერთად მოძრაობა, კვლავაც შესანიშნავად გამოგდით...

მადლობა ღმერთს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ მაქვს. მე კვლავინდებურად ჩინებულ ფიზიკურ ფორმაში ვიმყოფები. ეს ველოსიპედით სიარულს ჰგავს. როდესაც შენ დიდი ხნის განმავლობაში არ მჯდარხარ მასზე, თავიდან ცოტა გაგიჭირდება, თუმცა მოძრაობას შეძლებ."

ინტერვიუ ლოთარ მათეუსთან



როგორია ქომაგის დამოკიდებულება მიუნხენის "ბაიერნის" მიმართ?

ჩვენ უკვე რამდენიმე ფან-კლუბში ვიყავით და შემიძლია გითხრათ, შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა. გულშემატკივრები მთელი მონდომებით ქომაგობენ ბავარიას. შესამჩნევი იყო როგორც უახლესი ისე ძველი საფეხბურთო ატრიბუტიკა, მაისურების ჩათვლით. ისინი ზუსტად ისეთივე გულშემატკივრები არიან, როგორც ამას გერმანიაში ვხედავთ. ამიტომაც ამ ტურნეში მოგზაურობა ორმაგად სასიხარულოა. ადამიანები ყველა შტატიდან ჩამოდიან, იმისათვის რომ ცოცხალი ფეხბურთელები იხილონ. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა მათ რაღაც მივცე. მთლიანად გუნდი კი ძალიან დიდ სამუშაოს ატარებს. ფილადელფიაში, იუვენტუსთან მარცხის მიუხედავად, ფეხბურთელებმა საპატიო წრე დაარტყეს მოედანს და ამით ქომაგს მადლობა გადაუხადეს.

თქვენ ამერიკაში ერთი წლის განმავლობაში, ფეხბურთელის რანგში ასპარეზობდით. მოგვიყევით თქვენი მოგონებების შესახებ.

მაშინ ყველაფერი სამოყვარულო დონეზე იყო. პირველ რიგში ეს ეხებოდა, როგორც ფრენას, ისე წინასასეზონო მომზადებას და სავარჯიშო მოედანსაც კი. თუმცა ამავედროს ეს ძალზედ საინტერესო იყო, რაც მე დამეხმარა ამ ქვეყნის კარგად შეცნობაში. ზღვა შთაბეჭდილებები დამრჩა. სპორტული თვალსაზრისითაც გარკვეული წარმატებები გვქონდა, თუმცა ჩვენი გუნდის რიგებში ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელები ასპარეზობდნენ. მაშინ, აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულები გავხდით და ჩემპიონატის ნახევარფინალურ სტადიამდეც კი მივედით. ამას არავინ არ ელოდა. ცხოვრებით ვტკბებოდი, როგორც მინდორზე ის მის გარეთ.

რა პროგრესს მიაღწია ფეხბურთმა ამერიკის შეერთებულ შტატებში?

ის პროფესიონალური გახდა. აქ უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს, სტადიონზე დამსწრე მაყურებლის რიცხვი კი სულ უფრო მატულობს. მთლიანად სპორტს ეთმობა განსაკუთრებული ყურადღება. მრავალრიცხოვანი უცხოელი სპეციალისტი თავდაუზოგავად მუშაობს იმისათვის, რომ სპორტი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. სამხრეთამერიკელები არასდროს უგულშემატკივრებენ ხოკეის, ისინი მუდამ ფეხბურთის გულშემატკივრებად დარჩებიან.

თქვენ უკვე მიიღეთ გარკვეული შთაბეჭდილებები მიუნხენის "ბაიერნთან" მიმართებაში, როგორია თქვენი პროგნოზი მომავალ საფეხბურთო სეზონში?

ჩემი პროგნოზი არის ის, რომ ეს გუნდი გააგრძელებს დომინირებას, ითამაშებს სწრაფ და აგრესიულ ფეხბურთს. გუნდში უამრავი სწრაფი ფეხბურთელია თავმოყრილი. იმედს ვიტოვებ ისინი, ზუსტად ისეთივე დაგეშილები იქნებიან გამარჯვებაზე, როგორც ეს წინა წლებში იყო.

ინტერვიუ ლოთარ მათეუსთან
1
0

-ss- (29 ივლისი 2018 18:56)

ეს ბევრ ფეხბურთელს ეხლაც აჯობებს :))
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.