MARCA: ლევანდოვსკის "რეალში" გადასვლა ისევ სურს » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » MARCA: ლევანდოვსკის "რეალში" გადასვლა ისევ სურს

MARCA: ლევანდოვსკის "რეალში" გადასვლა ისევ სურს

29-07-2018, 18:42 kimmich ჭორები 5

MARCA: ლევანდოვსკის
ესპანური გამოცემა "MARCA" იუწყება რომ რობერტ ლევანდოვსკის, "ბაიერნის" დატოვება და მადრიდის "რეალში" თამაში სურს. პოლონელი ცენტრფორვარდი იმედს იტოვებს, რომ მისი ოცნება ახდება და "მადრიდელთა" რიგებში იასპარეზებს.

როგორც გუშინ გამოცემა Sky-მ დაწერა , მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი შემტევი თავის მომავალთან დაკავშირებით კლუბის მთავარ მწვრთნელს, ნიკო კოვაჩს დაელაპარაკება და სთხოვს რომ ტრანსფერზე დააყენონ, რათა ოცნება აიხდინოს და მადრიდის "რეალს" შეუერთდეს.

მადრიდშიც იციან რომ რობერტს მათ გუნდში სურს თამაში, ამის შესახებ მაშინ გაიგეს როცა ლევანდოვსკის აგენტმა, პინი ზაჰავიმ განაცხადა, რომ მის კლიენტს ატმოსფეროს გამოცვლა სურდა "თეთრების" სასარგებლოდ.

ოცნების ახდენაში რობერტს ხელს "ბაიერნის" ხელმძღვანელობა უშლის. უკვე არაერთხელ განაცხადეს "ბავარიელთა" ბოსებმა რომ ლევანდოვსკის გაშვებას არ აპირებენ და მას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ გაუშვებენ. "რეალს" კი "რეკორდმაისტერთან" შესანიშნავი ურთიერთობები აქვს და ამ ურთიერთობების გაფუჭებას არ აპირებენ.

პოლონელ ფორვარდ "ბაიერნთან" კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. გასულ სეზონში რობერტმა 48 შეხვედრა ჩაატარა და 41 გოლის გატანა მოახერხა.
1
0

TOTALMAN (30 ივლისი 2018 00:07)

ეს არ უნდა გავყიდოთ და ეხლა სეზონი რო დაიწყება მთელი სეზონი სკამზე ამოვალპოთ 1 თამაშიც არ ვათამაშოთ
0

qutaturi (29 ივლისი 2018 22:44)

ამის უმადურ დედას ვტენე მეგრული პნპილი
0

TAMARA (29 ივლისი 2018 20:48)

მოკლედ არ დაამთავრა ამანაც რაა. ადგეს და დაახვიოს აქედან. უკვე ყელში ამოვიდა ამისი პოხონდრიები
0

-ss- (29 ივლისი 2018 18:55)

როგორც კალემ აღნიშნა ესპანეთიდან წამოსული ინფორმაციების აბსოლუტური უმრავლესობა სიცრუა. ნუ ეს ხამესთან მიმართებით თქვა მარა ყველაზე მიდის როგორც ვატყობ :))
0

Vako (29 ივლისი 2018 18:46)

ესპანური გამოცემები ყოველთვის ჭორს ავრცელებენ, მაგრამ თუ მართლა ასეა, მაშინ ბეილში გაგვიცვალონ და გადაეთრეს მაშინ იქ
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.